პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მომიტინგე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინა, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანა
უკვე მეექვსე დღეა საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებმაც მთავრობას მოთხოვნების ნუსხა წაუყენეს. მომიტინგეებმა შიმშილობა დაიწყეს და განაგრძობენ მანამ, სანამ ხელისუფლება მათ ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.