ანტირუსული ლოზუნგებიანი მაისურებით გამომსვლელთა შორის ორი ფეხბურთელი რუსეთის მოქალაქეა

© photo: FC Lokomotiv / FBფეხბურთელები მაისურებში ანტირუსული ლოზინგებით
ფეხბურთელები მაისურებში ანტირუსული ლოზინგებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა კლუბებმა საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზებისგან, შესაძლოა, გაფრთხილება მიიღონ, მიიჩნევს რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტი

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშეთა შორის, რომლებიც მოედანზე საქართველოს ჩემპიონატის მატჩის წინ გამოვიდნენ მაისურებით წარწერით „ჩვენ საქართველოდან ვართ და ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ რუსეთის ორი მოქალაქე იყო, იუწყება ტელეგრამ–არხი „Sputnik–ახლო აღმოსავლეთი“.

საუბარია „ტოპედოს“ ორ ფეხბურთელზე – ნოდარ ქავთარაძესა და ვახტანგ ნებიერიძეზე. ანალოგიური ლოზუნგებიანი მაისურებით მატჩის წინ მინდორზე გამოვიდნენ ასევე თბილისის „ლოკომოტივისა“ და კლუბ „რუსთავის“ ფეხბურთელები.

თვითონ მატჩი გუნდებმა კლუბების ტრადიციულ ფორმებში ითამაშეს.

იქნება თუ არა სასჯელი ამ პერფორმანსისთვის

თუ საქართველოში ფეხბურთელების ამ ქმედებას გაგებით მოეკიდნენ, რუსეთში ამისთვის კლუბების დასჯა მოითხოვეს.

კერძოდ, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფიფასგან ქართული კლუბების დასჯა მოითხოვა და აღნიშნა, რომ „ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოთამაშეების ამგვარ საქციელზე რეაგირება უნდა მოახდინოს“.

დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო
დმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს

რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი მიიჩნევს, რომ ფიფა და უეფა, სავარაუდოდ, სანქციებს ქართული კლუბების მიმართ არ მიიღებენ იმის გამო, რომ ისინი ანტირუსული წარწერების მქონე მაისურებით გამოვიდნენ.

„ასეთი აქციების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. სავარაუდოდ, ეს ფიფასა და უეფას მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩა. სანქციები, დიდი ალბათობით, არ იქნება, მაგრამ საფეხბურთო ორგანიზაციებს ქართული მხარის გაფრთხილება შეუძლიათ. არა მგონია, რომ ღირდეს რეაგირება რუსეთის საფეხბურთო კავშირის მხრიდან, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ალბათ, შეშფოთებას გამოთქვამს“, – განაცხადა კოლოსკოვმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости–სთან ინტერვიუში.

მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველ ახალგაზრდობაში ანტირუსული განწყობაა.

„ჩვენ დროს ქართველ მოთამაშეებთან, მწვრთნელებთან, ფუნქციონერებთან შესანიშნავი და საოცარი ურთიერთობები იყო“, – დასძინა მან.

თბილისში 20 ივნისის შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელი იყო. დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ამ არეულობების შემდეგ თბილისი დატოვა რუსულმა დელეგაციამ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით.

აისახა თუ არა პუტინის ბრძანება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ქართულ სასტუმროებზე>>

ამის ფონზე რუსეთმა პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოში ფრენები აეკრძალებათ. მთავრობას დაევალა რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია. აკრძალვა ქართულ ავიაკომპანიებსაც შეეხო.

ყველა ახალი ამბავი
0