მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პეტრო პოროშენკო Грузия-ს „საქართველოთი“ შეცვლას მოითხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliპეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც თან ახლავს ვიდეომიმართვას, ქართულად იწყება: „უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს“.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ ფეისბუქ−გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

პოსტი, რომელიც თან ახლავს მიმართვას, ქართულად იწყება: „უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს“.

მიმართვაში პოროშენკო ურჩევს უკრაინელებს, რომლებიც საზღვარგარეთ აპირებენ დასვენებას, საქართველოში ჩამოვიდნენ, ხოლო მთავრობას ფრენების ღირებულების გაიაფებისკენ მოუწოდა. 

გარდა ამისა, ექს−პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის სახელის გადარქმევის შესახებ და „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოდ“ მოიხსენიოს ოფიციალურად.

შეგახსენებთ: საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელ შალვა ალავერდაშვილის თქმით, წინასწარი გათვლებით, რუსული სანქციების შემდეგ ზარალმა საქართველოში შესაძლოა, 750 მლნ დოლარს მიაღწიოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0