მაკა ჩიჩუა: გახარია ვერ ასრულებს ფუნქციას, რისთვისაც დაიქირავეს

© Sputnik / Shota Nozadzeმაკა ჩიჩუა
მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილმა პირველმა ქალბატონმა კომენტარი გააკეთა მიმდინარე მოვლენებზე და ასევე გამოეხმაურა მომიტინგეების მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა მივიდა.

ყოფილმა პირველმა ქალბატონმა კომენტარი გააკეთა მიმდინარე მოვლენებზე და ასევე გამოეხმაურა მომიტინგეების მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. 

მისი აზრით, მინისტრს იმ ფუნქციის შესრულება, რისთვისაც ქვეყანამ დაიქირავა, არ გამოსდის.

„ვფიქრობ, თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს თანამდებობიდან გადადგომა“, — განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე უკვე მეხუთე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეების ერთ-ერთი მოთხოვნა - გიორგი გახარიას გადადგომა ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება. სხვა მოთხოვნები - პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება უკვე დაკმაყოფილებულია.

საპროტესტო აქციები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა შეკრებილებს.

ყველა ახალი ამბავი
0