საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება - ივანიშვილის საგანგებო განცხადება

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 2020 წლის არჩევნებზე საუბრობს.
ივანიშვილი: არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და, შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განმარტებით, პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე დაიწყოს ფართო კონსულტაციები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან.

ყველა ახალი ამბავი
0