აი რა ნახა დაკარგულ ტელეფონში - ბაქოელების საჩუქარი თბილისელ ტურისტს

© photo: Giorgi Giorgashvili‎ / FBბაქოელების საჩუქარი თბილისელ ტურისტს
ბაქოელების საჩუქარი თბილისელ ტურისტს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელების მხრიდან საქართველოს მიმართ სიყვარულის ორიგინალური გამოხატვის ისტორია ხდება ცნობილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი საოცარი შემთხვევის შესახებ წერს, როცა ბაქოში ჩასულმა თბილისელმა ტურისტმა სავაჭო ცენტრში დაკარგა ტელეფონი. სამი დღის შემდეგ კი, როდესაც მას ტელეფონი დაუბრუნეს, ერთ-ერთი მაღაზიის მომსახურე პერსონალისგან სიურპრიზი დახვდა.

Баку в тумане - Sputnik საქართველო
ნისლიანი, მაგრამ არა ალბიონი: ბაქო თეთრ ბურუსშია გახვეული

აღმოჩნდა, რომ ტელეფონი „ვაიკიკის“ თანამშრომლებმა იპოვეს, მასში ნომრები ნახეს და თბილისში ტურისტის ერთ-ერთ ახლობელს დაურეკეს. მას შემდეგ, რაც ადრესატმა დაკარგული ტელეფონი მიიღო, ტელეფონში იპოვა ფოტო, სადაც აზერბაიჯანელებს უჭირავთ ტრაფარეტი წარწერით We Love Georgia. 

„მართლაც ორიგინალური სიყვარულის გამოხატვაა აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან, სიკეთეზე და ყურადღებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მინიმუმ ვალდებულები არ იყვნენ შეწუხებულიყვნენ“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ყველა ახალი ამბავი
0