თურნავა: რუსეთი მოცულობითი ბაზარია, არ დავაზარალოთ ჩვენი ბიზნესის ინტერესები

გამოწერა
„როსპოტრებნადზორის“ განცხადებით, საქართველოდან ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის გაუარესების გამო, ის ქართული ღვინის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე კონტროლს აძლიერებს.

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებულ „როსპოტრებნადზორის“ დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და შეფასებებში სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„როსპოტრებნადზორის“ განცხადებით, საქართველოდან ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის გაუარესების გამო, ის ქართული ღვინის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე კონტროლს აძლიერებს.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო „როსპოტრებნადზორს“ პასუხობს

„მე არ ვიჩქარებდი, თქვენც მოგიწოდებთ, რომ არ ვიჩქაროთ. დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის და მოდით, შეფასებებში არ ვიჩქაროთ. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა მათ შორის ბიზნესისთვისაც. რუსეთი კვლავაც არის მოცულობითი ბაზარი, მაგრამ მე არ მინდა ვიჩქარო არ მიმართულებით. ნუ ვიჩქარებთ, არ დავაზარალოთ სიჩქარით ჩვენი ბიზნესის ინტერესები", - აცხადებს ნათია თურნავა.

ქართულ–რუსული ურთიერთობების გამწვავების შემდეგ, 2006 წლის გაზაფხულზე, „როსპოტრებნადზორმა“ (რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის დაცვის ფედერალური სამსახური) რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის, „ბორჯომის“ შეტანა აკრძალა, მიზეზად კი პროდუქციის დაბალი ხარისხი დაასახელა. პროდუქციის მიწოდება 2013 წელს, საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ აღდგა.

მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის დაცვის ფედერალური სამსახური სისტემატურად უწევს კონტროლს რუსეთის ტერიტორიაზე შეტანილ ალკოჰოლურ პროდუქციას საქართველოდან, რომელიც დინამიკაში აღნიშნული პროდუქციის ხარისხის გაუარესებას აჩვენებს, ნათქვამია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში.

რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო >>

განცხადების თანახმად, 2017 წელს „როსპოტრებნადზორის“ ლაბორატორიებში კონტროლის მაღალტექნოლოგიური მეთოდები დაინერგა, რომლებიც პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის დარღვევებისა და გამოყენებული ნედლეულის გამოვლენის საშუალებებს იძლევა.

წლის დასაწყისიდან საქართველომ რუსეთში ექსპორტზე 21,4 მილიონი ბოთლი (0.75 ლიტრი) ღვინო გაიტანა, რაც ღვინის ექსპორტის 63%–ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0