სანდრა რულოვსი: ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს

© photo: Sputnikსანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
სანდრა რულოვსის განცხადებით, იგი სრულად იზიარებს მოთხოვნებს, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვს.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად მივიდა. 

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. სამართალდამცველებმა 300 ადამიანი დააკავეს.

„მოთხოვნებს მე შევუერთდები. ეს გახარიას გადადგომაა. ეს იმ ხალხის დასჯაა, ვისაც ზედმეტი მოუვიდა 20-21 ივნისის ღამეს. ასევე არის ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ეს არის ძირითადი მოთხოვნები. ასევე პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები, ვინც ამ ბოლო დღეებში იყო დაკავებული. ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს ხალხზეა დამოკიდებული. მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

გარდა ამისა, სანდრა რულოვსმა ხელი მოაწერა პეტიციას პარლამეტში თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე  საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.


პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გვახარიას გადადგომას, აქციის დაშლის დროს დაკავებულების გათავისუფლებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე, იმ სამართალდამცველების დასჯას, რომლებმაც  აქციის დაშლის დროს უფლებამოსილებას გადაამეტეს.

ყველა ახალი ამბავი
0