Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამთა შედანიამ გათხოვება გადაიფიქრა? - წყვილის ფოტოები

© photo: Tamta Shedania / FBთამთა შედანია
თამთა შედანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი თამთა შედანია რამდნენმე თვის წინ დაინიშნა

თამთა შედანია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, როგორც ჩანს, ქორწილს არ ჩქარობს.

მისი რჩეული ინტერიერის დიზაინერი 32 წლის სიმპატიური ბიჭი რატი რატიანი გახლავთ.

რატი ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად მაშინ მოხვდა, როცა ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა. 

რატიმ თებერვალში თამთას ფოტო გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“ და დაწერა: „მან კი თქვა“.

მოდელმაც საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა რატის ფოტო და მას ქმარი უწოდა, თუმცა ახლა ეს ფოტოები ორივეს წაშლილი აქვთ.

როგორც თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება ერთმანეთი სრულიად შემთხვევით, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცვნეს და თავიდან ურთიერთობას მალავდნენ.

„საჯაროდ სიყვარულსაც ვუხსნიდი ხოლმე. ჩვენს თბილ ფოტოებს სულ ვდებ, ამით მინდა, ჩემი სიყვარული გამოვხატო და ასევე, თუ ვინმე თაყვანისმცემელია, ვაგრძნობინო, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი მყავს“, - აცხადებს მოდელი.

თამთასაც და რატისაც პირველი ქროწინებებიდან მცირეწლოვანი გოგონები ჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0