პროტესტის მეოთხე დღე: რა ხდება რუსთაველის გამზირზე

© Sputnik / Alexander Imedashviliაქცია თბილისში
აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის შენობასთან კვლავ იკრიბებიან მოქალაქეები

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik.  თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილეები კვლავ აგრძელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას – კვირას მიტინგი, ტრადიციულად,  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე განახლდება. 

ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
ნინო სურგულაძე: გელით ყველას ჩემს სამშობლოში

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. სამართალდამცველებმა 300 ადამიანი დააკავეს.

მომდევნო დღეს აქციის ხასიათი მკვეთრად შეიცვალა – მან მშვიდობიანი სახე მიიღო, თუმცა, აქციის მონაწილეებმა საკუთარ მოთხოვნებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა დაამატეს.

ყველა ახალი ამბავი
0