Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

წყვილმა ნიკა კოჩაროვის დაბადების დღე ზღაპრულ კუნძულზე აღნიშნა - ულამაზესი ფოტოები

© phoyo: Irma de Flore / FBლიკა ევგენიძე
ლიკა ევგენიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე და მუსიკოსი ნიკა კოჩაროვი უკვე რამდენიმე თვეა ერთად არიან

ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე და მუსიკოსი ნიკა კოჩაროვი ინდონეზიაში, ბალიზე ისვენებენ. სწორედ აქ აღნიშნა წყვილმა კოჩაროვის დაბადების დღე.

წყვილი ურთიერთობის გასაჯაროებას აღარ ერიდება და „ინსტაგრამზე“ ხშირად დებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს. 

ნიკა მეუღლეს დაშორებულია, ხოლო ლიკა ევგენიძე პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძაშვილის, ნიკა ალასანიას ცოლი გახლდათ, თუმცა გარკვეული პერიოდის წინ საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად.

თბილისში ასევე დიდი ხანია ჭორაობენ ლიკასა და ნიკა კოჩაროვის რომანზე, თუმცა თავად ამ ჭორის ობიექტები ჯერჯერობით ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.

ლიკას პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0