„ბოდიში მოიხადონ!“ – კალაძე ოპოზიციას მიმართავს

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა თბილისის მერია საპროტესტო აქციის ორგანიზატორების სცენის ქურდობაში დაადანაშაულა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik.  თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრებისგან მუნიციპალური კომპანიის მისამართით გამოთქმული ბრალდების გამო – „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებმა აქციის ორგანიზატორების სცენა მოიპარეს – ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ილია მეორე: „ფრთხილად იყავით და არ დაუშვათ რამე შეცდომა“>>>

თბილისის ცენტრში უკვე მეოთხე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება. საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. 

საპროტესტო აქციის მეოთხე დღე თბილისში  - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციების მეოთხე დღე თბილისში: ვითარება ადგილზე

მას შემდეგ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ, ყოველდღიურად, 19:00 საათზე იკრიბებიან. მათი მოთხოვნებია – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, აქციის დარბევის დღეს დაკავებულთა გათავისუფლება და ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამართვა, მხოლოდ პროპორციული სისტემით.

აქციის მონაწილეთა პირვანდელი მოთხოვნა – პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა – დაკმაყოფილდა.

 „ისინი მიხვდნენ, რომ ვერ შეძლებენ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას. მერიამ, რომლის ხელმძღვანელიც გუშინ ფარისევლურად ამბობდა, რომ იზიარებს საპროტესტო აქციის სულისკვეთებას, დღეს დილით ორგანიზატორების სცენა და გამახმოვანებელი სისტემა მოიპარა. 

სამედიცინო დანადგარები - Sputnik საქართველო
რა მდგომარეობაშია აქციისას მძიმედ დაშავებული ორი პირი

„უპასუხოდ ვერ დავტოვებდი ამ უტიფარ და უპასუხისმგებლო განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსებისგან. ცდილობენ, რომ სახელი შეულახონ დედაქალაქის მერიას და მის სამსახურებს. დასუფთავების სამსახური ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას. ყოველდღიურად განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და თითოეულ მათგანს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ეს ადამიანები ჩვენს ქალაქს და მოსახლეობას ემსახურებიან“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც ადრე კომპანია „თბილსერვისჯგუფმა“ განაცხადა, გუშინდელი აქციის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირის დასუფთავების დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რკინის კონსტრუქციები დროებით აიღეს, რომელიც უკვე დააბრუნეს პარლამენტთან.

 „მინდა მოვუწოდო კონკრეტულ პოლიტიკოსებს, თუ ამ ადამიანებს რაიმე მორალური გრძნობა აქვთ, მოუხადონ ბოდიში „თბილსერვისს“  და აქ მომუშავე ადამიანებს“, – განაცხადა კალაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0