ბერა ივანიშვილი: „სამარცხვინო პროცესები გზააბნეული პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო“

© photo: Bera / FBბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერა ივანიშვილი ახალგაზრდების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი  თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს  საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა. 

აქციაზე პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო>>>

ბერა ივანიშვილი ახალგაზრდების პროტესტისადმი სოლიდარობას გამოხატავს და აცხადებს, რომ „სამარცხვინო პროცესები გზააბნეული პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო“. 

მომიტინგეების კოლონა ქართული ოცნების ოფისთან მიდის - Sputnik საქართველო
მომიტინგეების კოლონა "ქართული ოცნების" ოფისთან მიდის

„მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული. მუდამ თქვენი ბერა”, - წერს ბერა ივანიშვილი.

საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც საქართველოში რუსეთის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ აგორდა, ხუთშაბათს გვიან ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, საპასუხოდ პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. საავადმყოფოებში 28 ადამიანი რჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0