„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ - დიტო ცინცაძის ფილმი შანხაის კინოფესტივალის გამარჯვებულია

© photo: GNFC - Georgian National Film Center / FBდიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია
დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციაა

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია, აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცენტრის ინფორმაციით, ამავე ფილმში შესრულებული ქალის საუკეთესო როლისთვის პრიზი მსახიობ სალომე დემურიას გადაეცა.

„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგა.

გარდა ამ ნამუშევრისა, შანხაიში დახურული ჩვენების ფარგლებში კინომოყვარულებმა დიტო ცინცაძის კიდევ ერთი ფილმი „შინდისი“ იხილეს.

შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი 24 ივნისს დაიხურება.

 

ყველა ახალი ამბავი
0