მერე რა რომ დაგვიხოცეს და დაგვისახიჩრეს შვილები, ბლეფია ეს ყველაფერი - ზაზა სარალიძე

© FB / Georgian News Feedზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა სარალიძე განცხადებას ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ბფლეფად მოიხსენიებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც პარლამენტთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ბლეფს უწოდებს.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე: „ყოველთვის მქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ“

მისი თქმით, ქვეყნის  ბედი იმ ოპოზიციის ხელშია, ვინც ხალხი მიატოვა და იმ ხელისუფლების, რომელმაც სისხლის გუბე დააყენა,
აქციის ორგანიზატორებს კი გონიათ აპოლიტიკურ შეკრებებს გეგმავენ და თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლები ყავთ საინიციატივო ჯგუფში.

„პასუხები საკუთარ თავებში ეძებეთ და სხვების დადანაშაულებას მოეშვით! - დღეს მივხვდი ბატონო ზაზა რისთვისაც იბრძოდით,ბოდიშით რომ გვიან მივხვდი და შენს გვერდით არ ვიდექით, მეწყინა ძალიან! განა ის მეწყინა, რომ არ იდგა ჩემს გვერდით! მეწყინა ის რომ სანამ სისხლის გუბეები არ დადგა ქვეყნის გულში მანამ ვერ დავინახეთ რეალური საფრთხე!", - წერ სარალიძე, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში იდგა პარლამენტის წინ კარვებით მისი შვილის მკვლელების დაჯის და სამართლიამობის აღდგენის მოთხოვნით.

გახარია: სარალიძის შვილის მკვლელი დაისჯება >>>

სარალიძის თქმით, პოლიტიკის ბრალი კი არა, თითოეული ქართველის კისერზეა ის სისხლი, რაც ერთმანეთის ხოცვაჯლეტით დაიღვარა და ადანაშაულებს ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც პარლამენტთან დაპირისპირებისას, გაბოროტებული მთავრობის და სცპეცნაზს არ აღუდგნენ და ხალხი არ ადიცვეს. 

„მთავრობას კი ადამიანური ენით ესაუბრა გულიან ქართველებთან! (ადამიანობა და თანაგრძნობა ქართველს აღარ გვაქ არააა)!
მაგრამ ხალხი ვის ადარდებს! ხალხია პოლიტიკააააა ხალხიიიიიი! მერე რაააა რომ დაგვიხოცეს და დაგვისახიჩრეს შვილები!
ჩვენ ხომ საქართველოს ვწირავთ ჩვენ შვილებს და გვეამაყება ეს ყველაფერი! არადა ვიღაცეების სკამებს და ვიღაცეების ფულებს ვწირავთ, რომ შემდეგ გასაკრიტიკებელი გვყავდეს ვინმე, ვინც მთავრობაში თუ ოპოზიციაში ყოფნით სახლები აიშენა და ბევრი ფული იშოვა!", - აცადებს სარალიძე და მადლობას უხდის ექიმებს და იურისტებს, ვინც ორი დღეა ეხმარეა დაზარალებულებს და უკანონოდ დაკავებულებს.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელი დაადგინა
„მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა და დიდი ბოდიში იმ გოგო ბიჭებს ვისი სიახლიც გამოდინდა და რუსთაველი შეღება!
მადლობა იმიტომ, რომ იქნებ მათმა სისხლმა მაინც გამოგვაფხიზლოს და რეალურად ახლა მაინც დავინახოთ საით მიდის ჩვენი ქვეყნის ბედ იღბალი! რუსეთი ოკუპანტია! მაგრამ ჩვენ ერთმანეთის ქართველური გრძნობების ოკუპანტები ვართ სამწუხაროდ! ბლეფია და სასაცილო ეს ყველაფერი! ბოდიში საქართველო! ბოდიში დედებო და მამებო ვისი შვილების სისხლზეც ვდგავართ დღეს!
ჩვენ ვერ დავიცავით თქვენი შვილები! ქართული სულის ჯაჭვი კი არ გაწყდა, სამწუხაროდ იმსხვრევა ნაკუწნაკუწ, რაც წინაპრებმა შემოგვინახა დღემდე! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!“- წერს სარალიძე.

ყველა ახალი ამბავი
0