„მშვიდობიანად გვინდოდა პროტესტის გამოხატვა, ნაციონალებმა სათავისოდ გამოიყენეს...“

© Sputnik / Alexander Imedashviliაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი თეკლა ჩიჯავაძე პარლამენტთან აქციის დარბევას პოლიტიკურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს

მოდელი თეკლა ჩიჯავაძე, რომელსაც მთელი საქართველოს სტეფანე მღებრიშვილის კლიპიდან იცნობს, აქციის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, აქციას დარბევამდე ყველაფერს მშვიდობიანი სახე ჰქონდა, რომ არა პარლამენტში შევარდნის დაუოკებელი სურვილი.

„რა საჭირო იყო პარლამენტში შევარდნა, ამითი რა მოხდებოდაა! მშვიდობიანი გზით გვინდოდა პროტესტის გამოხატვა და მაინც ნაციონალებმა სათავისოდ გამოიყენეს ეს აქცია! და ისევ ხალხი დაზარალდა! წადით ნაცებიც და ქოცებიც და ვინმე ნორმალური ადამიანი გამოჩნდეს, თორე უკვე გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება! სადაც ქართველები ერთმანეთს ვეტაკებით რუსის გამო!“ - წერს თეკლა.

ამ დროისთვის თბილისის კლინიკებში 52 პაციენტი რჩება, მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ყველა ახალი ამბავი
0