ნინო სალუქვაძე ვაჟთან ერთად მეორე ევროპულ თამაშებზე მედლების გარეშე დარჩა

© REUTERS / EDGARD GARRIDOნინო სალუქვაძე
ნინო სალუქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა მეორე ევროპულ თამაშებზე მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავეს

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. მეორე ევროპულ თამაშებზე მინსკში სპორტული პისტოლეტიდან სროლაში სეულის (1998) ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ პნევმატური პისტოლეტიდან 25 მეტრზე სროლაში მედლის გარეშე დარჩა.

პნევმატური პისტოლეტიდან 25 მეტრზე სროლაში შერეულ წყვილებში სალუქვაძე თავის ვაჟ ცოტნესთან ერთად ტურნირის ფინალში ვერ გავიდნენ.

უკვე მეცხრედ: ნინო სალუქვაძე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე გაემგზავრება >>

საკვალიფიკაციო რაუნდში ქართულმა დუეტმა 572 ქულით მერვე ადგილი დაიკავა. მომდევნო ეტაპზე, სადაც ბრძოლა საუკეთესოთა ოთხეულში მოსახვედრად მიმდინარეობდა, სალუქვაძემ მაჭავარიანთან ერთად 129 ქულით მეხუთე შედეგი აჩვენეს და მედლის მოპოვების შანსი დაკარგეს.

დედა-შვილის მომღერალი დუეტი: სანამ დედა გვერდითაა, შენ ახალგაზრდა იქნები - Sputnik საქართველო
დედა-შვილის მომღერალი დუეტი: სანამ დედა გვერდითაა, შენ ახალგაზრდა იქნები

ამ დისციპლინაში ჩემპიონები გახდნენ რუსული დუეტი ვიტალინა ბატსარაშკინა/არტიომ ჩერნოუსოვი. ფინალურ სროლებში მათ ზორან არუნოვიჩი/დამირ მიკეჩის სერბული დუეტი დაამარცხეს. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სანდრა რეიტცი/კრისტიან რეიტცის დუეტმა გერმანიიდან.

მინსკის მეორე ევროპულ თამაშებში, ანუ ევროთამაშებში საქართველოდან 61 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ისინი მედლებისთვის საპორტის ათ სახეობაში იბრძოლებენ. ესენია ჭიდაობა (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული), ძიუდო, ტყვიის სროლა, ტანვარჯიში (სპორტული, მხატვრული და ბატუტზე ხტომა), კარატე, კანოე, მშვილდოსნობა, კრივი, ველოსპორტი, სამბო.

მეორე ევროპული თამაშები მინსკში 21 ივნისს გაიხსნა და 30 ივნისს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0