ნატყვიარებმა გამიმწარა დაჯდომაც და ადგომაც - „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი

© Pixabay / OsloMetXპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ხოჯრევანიძე პარლამენტთან დარბევისას დაზარალდა

ტელეკომპანია „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი ნინო ხოჯრევანიძე ერთ-ერთია, ვინც 20 ივნისს პარლამენტთან დარბევის დროს დაზარალდა.  ჟურნლისტის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსიდან ვიგებთ, რომ ის როგორც გაზით მოიწამლა, ასევე რეზინის ტყვიების სამიზნეც გახდა.

„გულისრევებს და თავის ტკივილს რომ ვეღარ მოვერიე ავდექი და წამოვედი საავადმყოფოში. გაზით ინტოქსიკაციის ბრალი ყოფილა. რეზინის ტყვიების ნატყვიარებმა კიდე გამიმწარა დაჯდომაც და ადგომაც.

4-ზე მოვედი და მგონი ნამეტანი გადამყვნენ, მთელი 4 საათი 9 კაცი დამტრიალებდა“, - წერს ჟურნალისტი და იმედს იტოვებს, რომ მშვიდობა იქნება.

ამ დრომდე სხვადასხვა სამედიცინო კლინიკაში 52 პაციენტი რჩება, მათ შორის ორი - რეანიმაციულ განყოფილებაში.  

 

ყველა ახალი ამბავი
0