მტრის მოკავშირეებს მოყვარედ ვერ აღგიქვამთ - მწერალი ახალგაზრდებს მიმართავს

© Pixabay / Pexelsკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწერალი გურამ ქართველიშვილი ახალგაზრდებს ვრცელ წერილს უძღვნის

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
სტუდენტებმა აქციაზე კონტროლი აიღეს და გახარიას 3 საათიანი ვადა მისცეს
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. მწერალი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ახალგაზრდებს მიმართავს. მისი თქმით დღევანდელ ახალგაზრდობას არც ქვეყნის ისლამიზაცია აწუხებს, არც განათლების ხარისხი, არც ნარკომანია, ან ბავშვთა კოდექსი, გარეჯს ისე უყურებენ, თითქოს სხვისი დასაცავი იყოს და ლგბტ პირების უფლებების დაცვა მშობლიურად ეჩვენებათ.

მწერალი ფიქრობს, რომ დღევანდელ ახალაგზრდებს არც ქართული მიწების უცხოელების ხელში გადასვლას ადარდებთ, ქართული კულტურის დევნას და ეკლესიის ლანძღვას პროგრესად მიიჩნევენ, ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნება სინგაპურულზე აქვთ გადაცვლილი და თავი პატრიოტებად მიაჩნიათ.

„არა და ნაცქოცებიც ზუსტად ასე აზროვნებენ და ნუთუ ვერ ხვდებით, რომ საქართველოს ამ მკვლელების კვალზე დგახართ? თქვენში პროტესტი მხოლოდ მაშინ ჩნდება როცა რუსული თემა ილანდება თვალსაწიერზე და ისიც არ იცით რა არის რუსი. მთავრობის დადგმული სპექტაკლების მთავარი გმირები თქვენ ხართ და სიკვდილის პირას მიყვანილ საქართველოს მოსპობაში ფასდაუდებელ სამსახურს უწევთ მათ“, - ფიქრობს გურამ ქართველიშვილი.

„ვწუხვართ, წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი“ - პეტრე ცაავა აქციას უერთდება >>>

მწერალი სავალალო შედეგების შესახებ, ახალგაზრდებს აფრთხლებს.

„ისე იქცევით ამ ქვეყნის უცოდინრები თითქოს სიბრძნე ყურებიდან გადმოგდიოდეთ და ვერც ხვდებით, რომ საქართველოს ძარცვით გაუმაძღარი ლიბერასტების ხელში ბრმა იარაღი ხართ. რასაც თქვენ სჩადიხართ იგივეა, რომ ჩემი თაობის ახალგაზრდებს კომუნისტური პარტიის დაკრულზე ევლოთ და მისი აპოლოგეტები ყოფილიყვნენ“, - აცხადებს გურამ ქართველიშვილი.

მისი თქმით, ამის წერა მისთვის მძიმეა, რადგან მალე საქართველოს გულშემატკივარი აღარ ეყოლება და საამაყო ვითომ პატრიოტიზმი ოხრად დარჩებათ.

მომიტინგეებმა მშვიდობიანი ხასიათის აქციის ნიშნად ხელები აღმართეს - Sputnik საქართველო
მომიტინგეებმა მშვიდობიანი ხასიათის აქციის ნიშნად ხელები აღმართეს

„რადგან ასეთ ზედაპირულებს, გაუნათლებლებს და მტრის დაკრულზე მობუქნავეებს ძალიან ადვილად შეახრამუნებს რუსი და ყველა სხვა მეზობელი ვიზედაც წარმოდგენაც კი არ გაქვთ. ამიტომ აღარ მიჩნდება თქვენდამი თანაგრძნობა, რადგან მტრის მოკავშირეებს მოყვარედ ვერ აღგიქვავთ“, - ფიქრობს ქართველიშვილი.

მისი თქმით, მის მიერ ნათქვამ სიმართლეს წლების მერე მიხვდებიან, როცა თქვენივე დახმარებით აშენებულ ისლამურ სინგაპურში მოგიწევთ ცხოვრება სადაც ნადირობა იქნება გამოცხადებული ქართველებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0