არტერიას აცდა ტყვია რამდენიმე მილიმეტრით, გადავრჩი - ჟურნალისტის ემოციური პოსტი

© photo: Mirian Meladze / FBლიკა ალელიშვილი
ლიკა ალელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პირველი არხის“ ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი პარლამენტთან აქციის დარბევისას დაშავდა

თბილისში განვითარებული მოვლენებისას, სხვა მოქალაქეებთან და პოლიციელებთან ერთად ჟურნალისტებიც დაშავდნენ. ერთ-ერთი მათგანს, „პირველი არხის“ ჟურნალისტს ლიკა ალელიშვილს ოპერაცია დასჭირდა, რის შემდეგაც სხეულიდან ტყვია ამოუღეს.

ლიკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავბედნიერდი იმით, რომ ბევრ ადამიანს ვყვარებივარ. გულწრფელად გიხდით ბოდიშს იმისთვის, რომ ვერ გპასუხობთ მესიჯებზე, წერა მიჭირს და აქ დავწერ ჩემს მდგომარეობას.

ახლა კარგად ვარ, გადავრჩი, რომ არტერიას აცდა ტყვია რამდენიმე მილიმეტრით. დღეს გავიგე, რომ ნერვი დამიზიანა, მაგრამ ესეც გაივლის. ვრჩები საავადმყოფოში, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხიდან აი, ეს ტყვია ამომიღეს, რომელიც მე პირადად პირველად ვნახე“,  - წერს ჟურნალისტი.

ამ დროისთვის თბილისის კლინიკებში 52 პაციენტი რჩება, მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ყველა ახალი ამბავი
0