თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ისანში, მიკროავტობუსების გაჩერებაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მიკროავტობუსის მძღოლი იყო.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ დამნაშავემ მიკროავტობუსის მძღოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. მძღოლი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა, თუმცა შსს-ს ცნობით, მუხლი გადაკვალიფიცირდება.