„ემოციების სამშობლო“: ფოტოგრაფის თვალით დანახული საქართველო და კადრზე ასახული რეალობა

გამოწერა
ფოტოგრაფი და მოგზაური გიორგი ზაალიშვილი „Sputnik საქართველოს“ მოგზაურობის დროს განცდილ შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.

 

გიორგი ზაალიშვილი  ეკონომისტია, თუმცა პროფესიით არასოდეს უმუშავია. მისი ცხოვრება ბავშვობიდანვე დაუკავშირდა ფოტოგრაფიას. დღეს გიორგი ადამიანებს იმ ემოციას უზიარებს, რომელიც თავად განიცადა ამა თუ ქვეყანაში, კუთხეში მოგზაურობის დროს და კადრზე აღბეჭდა საუცხოო ადგილები. უყურებ მის გადაღებულ ფოტოებს და თითქოს იქ ხარ, რაჭაში, ვარძიაში, ყაზბეგში, სტამბოლში…

© photo: courtesy of George Zaalishviliგიორგი ზაალიშვილი
„ემოციების სამშობლო“: ფოტოგრაფის თვალით დანახული საქართველო და კადრზე ასახული რეალობა - Sputnik საქართველო
გიორგი ზაალიშვილი

- ვარ ფოტოგრაფი გიორგი ზაალიშვილი. მყავს მეუღლე და სამი შვილი. პროფესიით  ეკონომისტი ვარ. 2007 წელს დავამთავრე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. სპეციალობით ერთი დღეც არ მიმუშავია, თუმცა სტაჟირება მაქვს გავლილი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. აქედან იწყება სავარაუდოდ ჩემი ურთიერთობები სხვადასხვა ხალხთან და კუთხეებთან. ძალიან მიყვარს ადამიანებთან საუბარი, რადგანაც ვთვლი, რომ შეიძლება ბევრი ისეთი სიახლე მივიღო,  რომელიც შემდგომში შესაძლოა გამომადგეს ცხოვრებაში. ძალიან მიყვარს ასევე ფეხბურთის თამაშიც და ყურებაც.

© photo: courtesy of George Zaalishviliგიორგი ზაალიშვილი
„ემოციების სამშობლო“: ფოტოგრაფის თვალით დანახული საქართველო და კადრზე ასახული რეალობა - Sputnik საქართველო
გიორგი ზაალიშვილი

- როგორ მოხვედით ფოტოგრაფიაში და რა არის ამ საქმიანობის მთავარი ხიბლი?

- ფოტოგრაფია ბავშვობიდან მაინტერესებდა. მამაჩემს სახლში ჰქონდა ძველი ფირიანი კამერა „ფედ 3"  და გასამჟღავნებლად საჭირო ყველა ინვენტარი. სულ მაინტერესებდა როგორ აკეთებდა ამ ყველაფერს. ვერ ვხედავდი, რადგან სიბნელეში აკეთებდა და მერე მიყვებოდა დაახლოებით თუ როგორ ხდებოდა ფირის გამჟღავნება. ბავშვობამ ჩაიარა, ცხოვრებამ სხვადასხვა ხალხს შემახვედრა და შესაბამისად ფოტოგრაფიის მიმართ ის დიდი გრძნობა ცოტა მინელდა. ამ დროს სხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული. 2009 წელს ჩემმა მეგობარმა ვიდეოგრაფმა დავით ჭოლოკავამ შემაბიჯებინა ფოტოგრაფიის სამყაროში. უკვე არა  ბავშვური ოცნებით, არამედ რეალურად. თუმცა ეს უკვე ფირი არ იყო ეს ციფრული ფოტოგრაფია იყო, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა მისი წინამორბედისგან და ბევრად მარტივი იყო. 10 წელია ამ საქმიანობას ვეწევი, ვიღებ ქორწილებს, ბანკეტებს, სხვადასხვა დღესასწაულებს, ღონისძიებებს. 

მთავარი ხიბლი არის ის, რომ ვხვდები უამრავ ადამიანს, როგორც ქართველს ისე არაქართველს. უამრავი ეროვნების ადამიანი მოხვედრილა ჩემს ობიექტივში: რუსი, უკრაინელი, ირანელი, პოლონელი, თურქი, იტალიელი, ესპანელი და ასევე ამერიკელი წყვილი, რომლებიც დაახლოებით 75 წლისები იყვნენ. ძალიან გულისამაჩუყებელი ცერემონიალი ჰქონდათ, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარჩევ მაინც რუსებს, რომლებმაც უსიტყვოდ იციან, თუ რა უნდა გააკეთონ კამერასთან და ძალიან მიმარტივებენ სამუშაოს.

© photo: courtesy of George Zaalishviliსტადიონზე
„ემოციების სამშობლო“: ფოტოგრაფის თვალით დანახული საქართველო და კადრზე ასახული რეალობა - Sputnik საქართველო
სტადიონზე

- ხშირად მოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. თქვენი აზრით რით არის ჩვენი ქვეყანა გამორჩეული?

- საქართველოს ბევრ კუთხეში ვარ ნამყოფი, თითქმის ყველგან. არ ვარ ნამყოფი მხოლოდ სვანეთში და მთათუშეთში. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად გამორჩეულია. ამაყი ვარ, როდესაც ზემოთჩამოთვლილი ეროვნების ხალხი გაოგნებულები არიან ქართული კულტურით, სამზარეულოთი, ბუნებით და ხალხის უბრალოებით. ჩენს ქვეყანას ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, მაგრამ ვერ ხერხდება სწრაფად განვითარება.  ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია უბრალოებით და სტუმართმოყვარეობით, რის გამოც ჩამოდიან ტურისტები საქართველოში. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც აფუჭებენ ზოგ-ზოგიერთი მოქალაქეები საქმეს. ეს  არასასიამოვნოა, როგორც ტურისტისათვის ისე ჩვენთვის. ვისურვებდი მეტად გაგებით მოვეკიდოთ ტურისტებთან ურთიერთობას და მეტად ვასიამოვნოთ ისინი, რათა კიდევ მოუნდეს ჩამოსვლა და სხვასაც ბევრი კარგი ამბავი მოუყვნენ  ჩვენი ჩვენი ქვეყნის შესახებ.

© photo: courtesy of George Zaalishviliსტამბოლში
„ემოციების სამშობლო“: ფოტოგრაფის თვალით დანახული საქართველო და კადრზე ასახული რეალობა - Sputnik საქართველო
სტამბოლში

- დღემდე რომელ კუთხეებში ხართ ნამყოფი და რომელმა მათგანმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

- ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი სვანეთის და მთათუშეთის გარდა. ძალიან მინდა და ვფიქრობ ამ ზაფხულს ორივეგან თუ ვერა სვანეთში მაინც წავალ. საქართველოს ყველა კუთხე ლამაზია და ყველა კუთხეს თავისი სილამაზე და ხიბლი აქვს. მე მაინც საქართველოს ორად გავყოფდი. დასავლეთს, რომელიც მეტად მწვანეა და აღმოსავლეთს უფრო ალპურს. დასავლეთიდან გამოვარჩევდი ბახმაროს თავისი ჰაერით და ცვალებადი ამინდით. ის ჩოხატაურიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს. გეუფლება განცდა თითქოს სხვა  სამყაროში მოხვდი. თან გზად ნაბეღლავს გაივლი და კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებ. ასევე ძალიან მომწონს რაჭა. სამი წლის წინ ვიყავი უძირო ტბაზე, რომელიც  „კატიწვერას" ძირში მდებარეობს. როგორც ამბობენ ამ ტბის სიღრმე დღემდე ვერ გამოიკვლიეს და შესაბამისად ჰქვია „უძირო ტბა". ულამაზესი ხედები იშლება ამ ადგილიდან, რომელიც  ზღვის დონიდან 3141 მეტრზე მდებარეობს. აღმოსავლეთს რაც შეეხება, ძალიან მომწონს ყაზბეგის მხარე. მაგრამ ყველაზე მეტად მომეწონა ჯუთა, სადაც ჩემმა ბავშვობის მეგობარმა და კლასელმა გელა არაბულმა ულამაზეს ადგილას ულამაზესი სასტუმრო გახსნა და აქცია ტურისტულ ზონად. ასეთი უამრავი ადგილი გვაქვს საქართველოში და ვფიქრობ ყველამ რაღაც რომ შექმნას მალე ავშენდებით.

© photo: courtesy of George Zaalishviliლურჯი მეჩეთი, სტამბოლი
„ემოციების სამშობლო“: ფოტოგრაფის თვალით დანახული საქართველო და კადრზე ასახული რეალობა - Sputnik საქართველო
ლურჯი მეჩეთი, სტამბოლი

- საქართველოში მოგზაურობის დროს ყველაზე შთამბეჭდავი რა გინახავთ, რაც დღემდე არ გავიწყდებათ?

- ყველაზე შთამბეჭდავი რაც არ მავიწყდება და ყველამ უნდა ნახოს ეს ვარძიაა. ძალიან ლამაზი და საინტერესო ადგილი, რომელიც უამრავ ისტორიას ინახავს.

- მოგზაურობა ყოველთვის სავსეა მოულოდნელობებით. კურიოზულ ან ექსტრემალურ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?

- ერთხელ სტამბულის აეროპორტში მომიწია 12 საათი გაჩერება. ქალაქში საქმეს მოვრჩი და ყველაზე უსაფრთხო ადგილად მივიჩნიე აეროპორტი. მქონდა ფოტოტექნიკა და მაინც მოვერიდე ქუჩაში ტყუილად სიარულს. საკმაოდ კარგად ვიცი სტამბოლი და აღარ ჩავთვალე საჭიროდ უაზროდ სიარული. გადიოდა წამები, წუთები და საათები მე კი ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე 12 საათი უნდა ვყოფილიყავი „საბიჰა გოქჩენის“ აეროპორტში, სადაც სრულიად მარტო. ვიდექი, ვიჯექი, ვიწექი, ვირბინე, რამოდენიმეჯერ გავედი შენობის გარეთ და გამოვედი. მოკლედ ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილზე. ბოლოს რა თქმა უნდა დავიღალე და ჩამოვჯექი პირდაპირ იატაკზე შენობის მინებთან და ვიყურებოდი ფანჯარაში. ვაკვირდებოდი თვითმფრინავების აფრენა-დაფრენას, რა დროსაც ფეხებთან მოგორდა მცირე ზომის პლასტმასის ბურთი. ავხედე და პატარა შავგვრემანი ბავშვი იყო, რომელსაც ეს ბურთი გავუგორე და გავუღიმე. ბავშვმა უკან გამომიგორა ბურთი და ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. 88-0 მოვუგე. მოკლედ გამოჩნდა თეთრ ტრადიციულ სამოსში ჩაცმული არაბი მამა, რომელიც დაინტერესდა და გამომელაპარაკა. მე ვუთხარი, რომ ვიყავი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. ამაზე სულ გაგიჟდა მამა და ბავშვიც. მთხოვა მამამ ავტოგრაფი ბავშვს ფოტოც კი გადაუღო ჩემთან ერთად. მერე მკითხა თუ როგორ შეიძლებოდა ენახა სოციალურ ქსელში ჩემი ვიდეოები, რაზეც ვუთხარი, რომ არ ვდებდი ჩემს ვიდეოებს და თუ სურდა ჩემი მატჩის ხილვა უნდა მოსულიყო ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე. რაზეც განაცხადა, რომ როდესაც ჩამოვიდოდა საქართველოში აუცილებლად მოვიდოდა სტადიონზე, რა თქმა უნდა  თუ დაემთხვეოდა ნაკრების მატჩი. ეხლა ვფიქრობ სადმე არ გადავეყარო იმ არაბს.

© photo: courtesy of George Zaalishviliტიტების ფესტივალი სტამბოლში
„ემოციების სამშობლო“: ფოტოგრაფის თვალით დანახული საქართველო და კადრზე ასახული რეალობა - Sputnik საქართველო
ტიტების ფესტივალი სტამბოლში

- ხშირად გიწევთ სტამბულში გამგზავრება. არა ერთი ულამაზი ადგილი მოხვედრილა თქვენ ობიექტივში. ამ საოცარი ქალაქის შესებ მოგვიყევით. როგორია თქვენი თავლით დანახული სტამბოლი?

- სტამბული ულამაზესი ქალაქია. ქალაქი სადაც არის ევროპის და აზიის შერწყმა. შვიდჯერ ვარ ნამყოფი და არცერთხელ არ მქონია იმის შეგრძნება რომ მომბეზრდა. ძალიან საინტერესო ხალხი ცხოვრობს. ბევრი ადამიანი გავიცანი, ძალიან მეგობრულები არიან. ბევრი ლაზი შემხვედრია და გულზე ხელს ირტყამდნენ მეგრელ... მეგრელ... ასე ამბობდნენ.  სტამბოლი ჩემთვის ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ ცხოვრობს დაახლოებით 20 მლნ. ადამიანი. იმის გათვალისწინებთ, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს, ვთვლი, რომ საჩემო ქალაქია.

აქ ყველა ღირსშესანიშნაობა, სანახაობა გამორჩეულია, მაგრამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე „ბაზილიკა ცისტერნამ“, რომელიც კონსტანტინეპოლის დროს ქალაქს  სასმელი წყლით ამარაგებდა. ულამაზესი მიწისქვეშა მუზეუმია. ასევე ვიყავი ტიტების ფესტივალზე და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ულამაზესი იყო.

- საოცარ ფოტოებს იღებთ, შეუძლებელია ადამიანი გულგრილი დარჩეს. როგორ ფიქრობთ, კადრი ასახავს რეალობას, თუ რეალობა უფრო შთამბეჭდავია?

- ხშირად ასახავს რეალობას, მაგრამ არის შემთხვევები, რომ რეალობა გაცილებით სხვაა. მყავდა ირანელი წყვილი რომელიც საერთოდ არ ჰგავდნენ ირანელებს. პატარძალს ჰქონდა ლურჯი თმები და სიძე ძალიან ჰგავდა როკ ჯგუფ "system of a down"ის წევრს სერჟ ტანკიანს. ფოტოსესიისას აბანოთუბანში ერთ ქართველ თინეიჯერს ნამდვილად სერჟ ტანკიანი ეგონა ისე ჰგავდა იმიჯით და ავტოგრაფიც კი სთხოვა. მე სიძეს ვუთხარი, რომ ეს ის მომენტია როდესაც უნდა შეიფერო და დაუტოვო ავტოგრაფი თქო. ის გოგონაც გახარებული გაიქცა ჩვენ კი ძალიან ბევრი ვიცინეთ ამ ფაქტზე.

გადამიღია ასევე საფეხბურთო მატჩებიც. მოქმედი ესპანეთის ჩემპიონის ვიზიტი საქართველოში, კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი მილანის ლეგენდების მონაწილეობით და ა.შ. უამრავი ცნობილი ადამიანი გადამიღია, მათ შორის პოლიტიკოსებიც. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც მოხვედრილა ჩემს ობიექტივში. ასევე ცნობილი იტალიელი საფეხბურთო არბიტრი პიერ ლუიჯი კოლინა. ჯგუფ კონობას კონცერტი გადავიღე რამდენიმე დღის წინ. ამ თვის ბოლოს კი მადრიდის რეალის აკადემია ჩამოდის და მათაც გადავუღებ.

© photo: courtesy of George Zaalishviliგიორგი ზაალიშვილის მიერ გადაღებული ფოტო
„ემოციების სამშობლო“: ფოტოგრაფის თვალით დანახული საქართველო და კადრზე ასახული რეალობა - Sputnik საქართველო
გიორგი ზაალიშვილის მიერ გადაღებული ფოტო

- ალბათ ხშირად ხვდებით  საქართველოს მასშტაბით ტურისტებს. თქვენი აზრით, რა ხიბლავთ მათ ყველაზე მეტად საქართველოში და ასევე - რა უქმნით ყველაზე დიდ დისკომფორტს?

- საქართველოში ტურისტებს ბევრი რამე მოსწონთ. რა თქმა უნდა სამზარეულოა ერთ-ერთი და ასევე ქართული სტუმართმოყვარეობა. გიჟდებიან მთებზე და ბუნებაზე. ყველაზე მეტად დისკომფორტი რაზეც ექმნებათ ეს არის გაუმართავი და მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქგარეთ. რა თქმა უნდა მატარებელს არ ვგულისხმობ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ამიერკავკასიაში და აღიარებენ კიდეც. მოკლე მანძილებზე გადაადგილებისათვის მათ სჭირდებათ კომფორტული ტაქსი, სადაც არ ეწევიან და არის სასიამოვნო ინტერიერი. ძალიან არ მოსწონთ, როდესაც ტაქსის მძღოლები მოკლე მანძილზე თხოვენ ათმაგ ფასს. ბევრი ტურისტი საქართველოში მესამედ და მეოთხედ ჩამოდის და კარგად იცის ფასებიც, გარემოც და ვერ მოატყუებ ვერაფერში. ვფიქრობ, რომ თუ რეალურ ფასებს შევთავაზებთ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა და სამუშაო ბევრად მეტი ექნება იმ ხალხს, ვისი შემოსავალიც ტურიზმზეა დამოკიდებული.

ყველა ახალი ამბავი
0