გაიცანით 5 ადვოკატი, რომელიც აქციაზე დაკავებულებს უსასყიდლოდ ეხმარება - ფოტოები

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
20 ივნისის მოვლენების შემდეგ, პარლამენტთან დაკავებულთა ნაწილი ჯერ კიდევ რჩება საპატიმროებში

მასობრივი საპროტესტო აქცია თბილისში - რა ხდებოდა პარლამენტის შენობასთან 2019 წლის 21 ივნისს - Sputnik საქართველო
მასობრივი საპროტესტო აქცია თბილისში - რა ხდებოდა პარლამენტთან 2019 წლის 21 ივნისს
გაგაცნობთ 5 ადვოკატს, რომლებმაც აქციაზე მყოფი ადამიანების ნათესავებს მიმართეს და განაცხადეს, რომ მზად არიან ყველა დაკავებულს უსასყიდლოდ დაეხმარონ.

„მინდა მოგილოცოთ ადვოკატების პირველი მცირე გამარჯვება: შუადღის შემდეგ, რაც ადვოკატებმა დავიწყეთ დაკავებულების დაცვა, მოსამართლეებმაც შეცვალეს პრაქტიკა, ადვოკატების თანდასწრებით ერიდებიან უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანას, უფრო მეტს ათავისუფლებენ დარბაზებიდან. კმაყოფილდება ჩვენი შუამდგომლობები, ათეულობით დაკავებული უკვე გარეთაა“,- ცოტა ხნის წინ ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ასეთი განცხადება გააკეთა.

დავით გირგვლიანი

მამუკა მახარაძე

ირაკლი ჩომახაშვილი

რაულ აგიკიანი

ლაშა ცუცქირიძე

ცოტა ხნის წინ საიას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ქალბატონმაც გააკეთა განცხადება: „საია მზადაა აქციისას დაკავებულებსა და დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შემდეგ ნომერზე: 577 07 05 11“.

სამართალდამცველებმა პარლამენთან აქციაზე 20 ივნისის მოვლენების შემდეგ 304 ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0