„ვწუხვართ, წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი“ - პეტრე ცაავა დღევანდელ აქციას უერთდება

© photo: Paata Kurdovanidze / FBჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტთან დაგეგმილ აქციას დღეს სასულიერო პირები შეუერთდებიან

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ აქციაზე პოლიცია ძალას გამოიყენებს, სამღვდელოება ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებს რათა ქართველი ახალგაზრდები დაიცვას, აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა.

აქცია - Sputnik საქართველო
აქციაზე დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა

მეუფე პეტრე დღეს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება. სასულიერო პირმა საპატრიარქო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გუშინ ისევე, როგორც 9 აპრილს, ისევე როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში 91-92 წლებში საქართველოს ეკლესიამ ვერ მოახერხა მწყემსი კეთილის სიმაღლეზე და ქრისტიანული მოწოდებით დაემტკიცებინა, რომ თავი გაეწირა ერისთვის და ერის შვილების გადასარჩენად.

„ძალიან ვწუხვართ, რომ წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი. ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, მოწოდებებს, მაგრამ იქ ვიქნებით მხოლოდ ქაშვეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს ისევ განმეორდება ასეთი უმოწყალო დაპირისპირება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალა, არიან დაკავებულები და დაშავებულები. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.

ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა.

ყველა ახალი ამბავი
0