პარლამენტთან პოლიციის ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა - ვიდეო აქციიდან

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
არხის ინფორმაციით, პოლიცია, სავარაუდოდ, პარლამენტის უკანა შესასვლელის გადაკეტვას აპირებს რკინის ბარიერებით.

თბილისი,  21 ივნისი — Sputnik.  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია განახლდა, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
სტუდენტებმა აქციაზე კონტროლი აიღეს და გახარიას 3 საათიანი ვადა მისცეს

არხის ინფორმაციით, პოლიცია, სავარაუდოდ, პარლამენტის უკანა შესასვლელის გადაკეტვას აპირებს რკინის ბარიერებით.

ამ დროისათვის პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი მომიტინგეა შეკრებილი, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის გადაგომას მოითხოვენ და გიორგი გახარიას განცხადების გაკეთებისთვის სამ საათს აძლევენ.  

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ პოლიციამ არ უნდა დაასახიჩროს მოქალაქეები, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ ოკუპაციას.  

20−21 ივნისის ღამით, საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ სპეცსაშუალებები გამოიყენა:  წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შედეგად, საავადმყოფოებში 240 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, 80 პოლიციელი.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილე დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0