მასობრივი მიტინგი თბილისის ცენტრში - ვიდეო პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან

გამოწერა
სტუდენტებმა, რომლებმაც პარლამენტის შენობასთან მოიყარეს თავი, საპროტესტო აქციაზე კონტროლი დაამყარეს და ულტიმატუმი წაუყენეს ხელისუფლებას. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო აქცია

სტუდენტებმა, რომლებმაც პარლამენტის შენობასთან მოიყარეს თავი, საპროტესტო აქციაზე კონტროლი დაამყარეს და ულტიმატუმი წაუყენეს ხელისუფლებას. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო აქცია

სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით გადაინაცვლეს პარლამენტთან, სადაც უკვე მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია და სიტყვით გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ერთ-ერთი მათგანის - პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძის გამოსვლას მათ სტვენით უპასუხეს და აიძულეს მიკროფონი ახალგაზრდებისთვის გადაეცა.

„ჩვენ არ ვუერთდებით არცერთ პარტიას“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანია. სტუდენტები აქციას მართავენ ლოზუნგით „არა ძალადობას“ და აქციაზე მისულებს პროვოკაციებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ.

მომიტინგეებმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს - საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, ისინი, გარდა შს მინისტრის გადადგომისა, მოითხოვენ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა მხოლოდ პროპორციული სისტემით.

ყველა ახალი ამბავი
0