ჟურნალისტები შსს-სთან აქციის გამართვას აანონსებენ

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEაქცია პარლამენტის წინ
აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მედიის 31 წარმომადგენელი, რომლებმაც 21 ივნისის აქციის დარბევის დროს სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაშავებული ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მედიის 31 წარმომადგენელი, რომლებმაც 21 ივნისის აქციის დარბევის დროს სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტები 3 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან და სამართალდამცველებისგან თითოეული ამ შემთხვევის გამოძიებას მოითხოვენ.

აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველის აპარატი ჟურნალისტებზე ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს შეისწავლის

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამთენიისას დაშალა. ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0