მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი აქციის ერთ-ერთი მონაწილის შესახებ, რომელმაც თვალი დაკარგა სოციალურ ქსელში წერს.
მსახიობის თქმით, ამ ადამიანს არ იცნობს, თუმცა იცის, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, გრიბოედოვის მსახიობი, აფხაზეთიდან დევნილი.
„ვუყურებ და ვფიქრობ: დემეტრეს თვალის ფასი, არ არის მთლიანად, არც ის შენობა და არც მთელი რუსეთის ფედერაცია ჩემთვის!!! მომავალი მსახიობი, რომლის თვალიც წაართვეს ქართულ კინოს და თეატრს! მეზიზღება საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცისგან მოქნეული და ნასროლი...!!!", - წერს გასვიანი.
მსახიობის თქმით, მისი მამაც მსგავს სიტუაციაში დაიღუპა სოხუმში აეროპორტში დაბომბვისას ბავშვების ევაკუაციის დროს, ქართველმა ჯარისკაცმა თავში ჩაარტყა კონდახი, რაც საბედისწერო აღმოჩნდა.
რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას, რამდენიმე მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო და რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა.