თავი შეიკავეთ! ფედერაციის საბჭო რუს ტურისტებს მოუწოდებს

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები საქართველოში
ტურისტები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს დღეებში თბილისში დაძაბულობა შენარჩუნდეს.

თბილისი,  21 ივნისი — Sputnik. რუსმა ტურისტებმა თავი უნდა შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან მანამ, სანამ ქვეყანაში ვითარება არ დასტაბილურდება, განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვმა

„რუსი ტურისტების ადგილას ჯერჯერობით თავს შევიკავებდი თბილისში სტუმრობისგან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბოლო წლებში რუსეთის მოქალაქეებისთვის საყვარელ სამოგზაურო ადგილად იქცა... დაე, საქართველოს ხელიუფლებამ ჯერ ვითარება დაარეგულიროს“, — განაცხადა ჯაბაროვმა.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს დღეებში თბილისში დაძაბულობა შენარჩუნდეს.

ჯაბაროვი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები  მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის საშინაო საქმეა.
 

ყველა ახალი ამბავი
0