„მეტროს ვერ ჩაუსწრეს...“ - 18 წლის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა, აქციის მონაწილე არ იყო

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 წლის გოგოს და ამბობს, რომ გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. 18 წლის გოგო, რომელმაც პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების დროს თვალი დაკარგა, აქციის მონაწილე არ იყო, აცხადებს ტელეკომპანია Rustavi 2-თან მისი და.

აქცია - Sputnik საქართველო
აქციაზე დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა

როგორც ახალგაზრდის და ამბობს, ის სახლში მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა. პარლამენტის შენობასთან კი მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ მეტროს ვერ ჩაუსწრეს.

საზოგადოების საპროტესტო მუხტი რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა.

მოსახლეობა ითხოვდა, რომ რუს დეპუტატს, გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა აეღო, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს.

პარლამეტთან აქციის დაშლის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა >>>

აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სადაც დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ღამით კი სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანების წყლის ჭავლით სცადეს მომიტინგეების დაშლა.

შეტაკებების დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის, სამართალდამცავებიც.

ყველა ახალი ამბავი
0