სსფ-მა საქართველოს რიგით მეხუთე ტრანში გამოუყო

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავითარებს საგანმანათლებლო რეფორმას, რათა სამუშაო ძალის  კვალიფიკაციური შეუსაბამობა შემცირდეს.

თბილისი,  21 ივნისი — Sputnik. საქართველოში ხელისუფლების ორგანოების რეფორმირების პროგრამა კვლავინდებურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი და ყოველმხრივი ზრდისთვის, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფომდის (სსფ) პრესრელიზში

მანქანები სანაპიროზე მშრალ ხიდთან - Sputnik საქართველო
„საქართველო მოწყვლადი რჩება“ – საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვალუტის დაგროვებას გვირჩევს

სსფ−ს დირექტორთა საბჭომ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე საქართველოს საკითხებზე პროგრამის მეოთხე მიმოხილვა მოიწონა და 41,4 მლნ დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა ტრანშის სახით. ეს სსფ−ს მიერ ქვეყნისთვის გამოყოფილი რიგით მეხუთე ტრანშია.

„გონივრული პოლიტიკა და შემდგომი რეფორმები სსფ−ს პროგრამის ფარგლებში, დაეხმარება მიღწეული შედეგების  შენარჩუნებას და განამტკიცებს ეკონომიკურ მდგრადობას. ასევე ხელს შეუწყობს უფრო ძლიერ ინკლუზიურ ზრდას“, — ნათქვამია პრესრელიზში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავითარებს საგანმანათლებლო რეფორმას, რათა სამუშაო ძალის  კვალიფიკაციური შეუსაბამობა შემცირდეს.

პრესრელიზში ხაზგასმიღაა აღნიშნული, რომ გაკოტრების შესახებ ახალი კანონი, საპენსიო სააგენტოს ამუშავებასთან ერთად, აგრეთვე გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისკენ მიმართული რეფორმები, ხელს შეუწყობს ინცესტიციების  მობილიზებას.      

გარდა ამისა, ენერგომატარებლების ბაზარზე ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები გააუმჯობესებს საბაზრო კონკურენციას და გაზრდის ენერგოეფექტურობას.

საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერი სამწლიანი პროგრამა სსფ−მ 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება საქართველოსთვის 297,5 მლნ დოლარის გამოყოფას მოიაზრებს. აქედან 207,2 მლნ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.  დანარჩენი თანხა ქვეყანას წლის განმავლობაში  გამოეყოფა.

ყველა ახალი ამბავი
0