Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შვილის გაქრისტიანებაზე ყოფილი ქმარი უარს მეუბნება“- ქეთა თოფურია

© photo: Sputnik / Denis Aslanovქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია და ებრაელი ყოფილი ქმარი ლევ გაიხმანი განშორების შემდეგ შვილის მომავალ სარწმუნოებაზე ვერ თანხმდებიან.

2013 წლის 7 სექტემბერს ქართული, თუ რუსული ტაბლოიდები ქეთა თოფურიას ქორწილის ვიდეოებსა თუ ფოტოებს აქტიურად ავრცელებდნენ. წყვილი 4 წელი ქორწინებამდე და კიდევ 4 წელი ქორწინების შემდეგ ერთად ცხოვრობდა.

ლევ გაიხმანი ქართველ შემსრულებელზე 12 წლით უფროსია, ქეთა ამბობდა, რომ ურთიერთობა უფროს მამაკაცებთან უადვილდებოდა.

2015 წელს შვილის გასაჩენად და აშშ- ის პასპორტის მისაღებად, ქეთა ამერიკაში გაემგზავრა და გოგონა-ოლივია მოავლინა ქვეყნად. გოგონა დედას ძალიან ჰგავს, წყვილის განქორწინების შემდეგ დედასთან ცხოვრობს და მას ქართველი ბებია-ნატალია თოფურია ზრდის.

ქეთას და ლევის 8-წლიანი ურთიერთობა მალე დასრულდა. 2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა და როგორც მომღერალი ამბობს, მათი ოჯახი ღალატისა და სკანდალების გამო არ დანგრეულა.

„როგორც ამბობენ, ურთიერთობაში მეშვიდე წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. სწორედ, ამ დროს დაიწყო კრიზისული ვითარება. ჩვენ საკუთარი თავი სიყვარულში ამოვწურეთ და სკანდალების გარეშე დავშორდით“, - განაცხადა ქეთამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ქეთა თოფურიამ ერთ-ერთ ცნობილ რუს ბლოგერ რეგინა ტოდორენკოს გადაცემაში „პარასკევი რეგინასთან ერთად“(https://www.youtube.com/watch?v=1w9QNA-Pbjc), 4 წლის ოლივია გეიხმანის მომავალ სარწმუნოებაზეც ისაუბრა. ვარსკვლავის განცხადებით, მისი ყოფილი მეუღლე ეწინააღმდეგება, რომ პატარა გოგონა გაქრისტიანდეს, ან იუდეველი გახდეს.

„ჯერ-ჯერობით, ჩვენი შვილის სარწმუნოება გაურკვეველია. მე ქრისტიანი ვარ, ხოლო ლევი იუდეველი. ამის გამო უთანხმოება გვაქვს და ასე გადავწყვიტეთ, როდესაც ოლივია გაიზრდება და ორივე რელიგიას შეისწავლის, ჩვენ მივცემთ უფლებას თავად აირჩიოს ქრისტიანი გახდება თუ იუდეველი“, - ამბობს ქეთა.

ქეთა და მისი შვილის მამა მეგობრულ დამოკიდებულებას დღემდე ინარჩუნებენ. ყოველ ზაფხულს თბილისში, ოლივიას დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოდიან და პატარას წყნეთში გრანდიოზულ წვეულებებს უწყობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0