თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. საქართველო, ტურისტული სტატისტიკის ანალიტიკური სააგენტოს მონაცემების თანახმად, რუსებს შორის გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით საუკეთესო ქვეყნების სიაში მოხვდა.
ხაჭაპური და ჩურჩხელა Forbes-ის ქუჩის საჭმელების ტოპ-ათეულშია >>
სააგენტომ ინტერნეტგამოკითხვის მეშვეობით შეადგინა საუკეთესო ქალაქებისა და ქვეყნების რეიტინგი საზაფხულო გასტრონომიული ტურებისთვის თემაზე, სად ჯობს გამგზავრება ადგილობრივი გასტრონომიის შესასწავლად.
სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი, ყაზანი, პოდმოსკოვიე და ვლადიმირის ოლქი - რუსეთში გასტროტურიზმისთვის საუკეთესო ადგილებია, ხოლო საქართველო, სომხეთი, იტალია, საფრანგეთი და ბელარუსი - ყველაზე პოპულარული ქვეყნები, სადაც ტურისტები ახალი რეცეპტებისა და გემრიელი შეგრძნებებისთვის მიემგზავრებიან.
საქართველოს ხმა მისცა გამოკითხული რუსების 16%-მა, სომხეთს - 10%-მა, ბელარუსს, იტალიასა და საფრანგეთს კი - 6-6%-მა.
ტურისტული სტატისტიკის სააგენტოს გამოკითხვის თანახმად, გასტრონომიული ტურიზმისთვის ქვეყნებისა და ქალაქების საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: სანქტ-პეტერბურგი, საქართველო (თბილისი, მცხეთა, კახეთი), თათრეთი (ყაზანი), მოსკოვი, სომხეთი (ერევანი), მოსკოვის ოლქი, ბელარუსი, იტალია (ტოსკანა, ემილია-რომანია), საფრანგეთი (ბორდო, ლიონი, შარანტა), ვლადიმირის ოლქი (სუზდალი) და კრასნოდარის მხარე (სოჭი).
გასტროტურიზმი და კულინარიული დიპლომატია - სომხეთი და საქართველო ძალებს აერთიანებენ >>
ორი წლის წინ საქართველომ ნომინაციაში „გასტრონომიული და აგროტურიზმი“, გამოცემა National Geographic Traveler-ის თანახმად, პირველი ადგილი დაიკავა. საქართველო, როგორც გასტრონომიული და აგროტურიზმისთვის იდეალური ქვეყანა, მომხმარებელთა 36%-მა დაასახელა.