საპატრიარქო: სასულიერო პირებისა და მრევლის აგრესიულ განცხადებებს ვემიჯნებით

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში „ლგბტ−პრაიდის კვირეული“ 18-23 ივნისისთვის იყო დაგეგმილი

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო LGBT-პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებას ავრცელებს.

„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები საქართველოს დედაქალაქში „ლგბტ−პრაიდის კვირეულის" ჩატარებას არსებული რისკების მიუხედავად მაინც გეგმავენ, თბილისში „ლგბტ−პრაიდის კვირეული" 18-23 ივნისისთვის იყო დაგეგმილი.

საპატრიარქოს განცხადებით, ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში და აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

„ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან", -აღნიშნულია განცხადებაში.

დედა სიდონია - Sputnik საქართველო
„ლგბტ-ზე მეტად პირუტყვს მიმსგავსებულობაში უფრო მეტი საფრთხეა“ – დედა სიდონია

საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება.

გასულ პარასკევს საქართველოს საპატრიარქომ ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას თბილისში გეი-აღლუმის ჩატარება. იმავე დღეს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ და საპატრიარქოს განცხადება გააპროტესტეს. პარალელურად კონტრაქციაც შეიკრიბა. აქციების მონაწილეებს შორის მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რომლის შედეგად 28 ადამიანი დააკავეს.

კვირას ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მიტინგი ჩაატარა, სადაც "ლგბტ-პრაიდის კვირეულის" ჩატარების დღეებში, 18-23 ივნისს, დააანონსა ადამიანების ჯგუფების შექმნა, რომლებიც ტრადიციული ფასეულობების დასაცავად დადგებიან.

ლგბტ დროშა - Sputnik საქართველო
თბილისი პრაიდი „ლგბტ კვირეულის“ ჩატარებას კვლავ აანონსებს

ვასაძის განცხადების შემდეგ ლგბტ-აქტივისტებმა შსს-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს. ბიზნესმენის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება მოჰყვა და უწყებამ უკანონო ფორმირების შექმნის, მისი ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რადგან კანონით "დაუშვებელია კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება, ან მისი შექმნისკენ მოწოდება".

მართალია, გუშინ ლევან ვასაძემ ქუჩების პატრულირებაზე უარი თქვა, თუმცა მისმა ერთ–ერთმა თანამოაზრემ ლევან ჩაჩუამ 18 მაისს განაცხადა, რომ "თბილისი პრაიდს" ე.წ. ღირსების მარშის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

გუშინვე პრაიდის ორგანიზატორებს, სახალხო დამცველსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც სახალხო დამცველმა გაახმოვანა შსს-ს პოზიცია, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

2013 წლის 17 მაისს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს. დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი. იმ დროიდან ლგბტ-საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის სერიოზული დაცვის ქვეშ იმართებოდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0