დღეს საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

© Pixabay / Katrina_Sსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 ათასს აღწევს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება, აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (registration.kids.org.ge) განხორციელდება. ვებ-გვერდზე სარეგისტრაციო ფორმა 12:00 საათზე დაიდება.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 12 ივნისს დაიწყო, დარეგისტრირდნენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით; ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

მეორე ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
მშობლების საყურადღებოდ! თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

რეგისტრაციის გავლის შემდეგ დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია: დაბადების მოწმობის ასლი, ორი ფოტოსურათი (ბიომეტრიული), ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა, მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 ათასს აღწევს.

დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო>>

წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

თბილისში 180 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.

ყველა ახალი ამბავი
0