საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას ძველი ავეჯით გააწყობენ

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeმოსამზადებელი სამუშაოები პრეზიდენტის სასახლის ეზოში
მოსამზადებელი სამუშაოები პრეზიდენტის სასახლის ეზოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორბელიანების სასახლეში, სადაც ახლა საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს, გასული საუკუნეების ატმოსფეროს შექმნიან.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ისტორიული ნაწილის რემონტი დასრულდა – თავადი ორბელიანების სასახლეს, იმავე დროის ეპოქის შესაქმნელად, მალე ძველი ავეჯით გააწყობენ, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის რეზიდენციის რემონტი დაგეგმილზე ძვირი დაჯდება>>

„სასახლე აღიჭურვება ინვენტარით, რომელიც საქართველოში ამ ტიპის საცხოვრებელი რეზიდენციების მოსაწყობად გამოიყენებოდა. მათი მოძიება ადგილობრივ ოჯახებში მოხერხდა, ნაწილი შეირჩა საზღვარგარეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსური თვალსაზრისითაც მეორადი ავეჯის შესყიდვა უფრო გამართლებული იყო ჩვენთვის", – განაცხადა მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე.

ავლაბრის სასახლე - Sputnik საქართველო
პასუხი მარადიულ კითხვაზე: პრემიერმა ავლაბრის სასახლის დანიშნულება გაამხილა

როგორც კი ორბელიანების სასახლე ისტორიულ სახეს დაიბრუნებს, იქ სამუზეუმო სივრცეც გაიხსნება. ხელოვნების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით სასახლეში გამოფენები მოეწყობა.

მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის სახელით მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მუშაობდა და ახლაც განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რასაც „ამ ისტორიული მემკვიდრეობის მქონე შენობის, სასახლის ახალი სიცოცხლე ჰქვია".

ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 16 დეკემბერს გახდა, უარი თქვა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დროს განახლებული ავლაბრის რეზიდენციის დაკავებაზე და ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში მუშაობის სურვილი გამოთქვა.

ყველა ახალი ამბავი
0