მამა პეტრე : სისხლით შეღებილი ლომისის ტაძრის კედლები ქრისტიანობაში წარმართული გადმონაშთია

© photo: Petre Kolxi / FBმამა პეტრე კოლხი
მამა პეტრე კოლხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ლომისობის დღესასწაულის წარმართულ გადმონაშთებზე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 19 ივნისს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს — ლომისობას ზეიმობს. ლომისობა დუშეთში ყოველ წელს აღდგომიდან მეშვიდე კვირას აღინიშნება.

დღევანდელ დღეს, დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ (პეტრე კოლხი) „Sputnik საქართველოს“ მკითხველისთვის და მრევლისთვის მოისურვა ესაუბრა ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ რელიგიურ რიტუალებზე. ასევე წარმართულ გადმონაშთებზე, რაც საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებას იწვევს.

„გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართველი ერისათვის. წმინდა გიორგის თაყვანისცემა ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან დაიწყო. საქართველოს ეკლესია-მონასტრების უმეტესობა სწორედ წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება. ვახუშტი ბაგრატიონი ამბობდა: „არ არიან ადგილნი, ბორცვნი, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ იყოს აღმართული“, - თქვა დეკანოზმა.

Праздник Ломисоба - Sputnik საქართველო
ლომისობა: დღესასწაულის ისტორია, ლეგენდები, ტრადიციები

მისი განცხადებით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაული — ლომისობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობისათვის, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისათვის. იგი ულოცავს სრულიად საქართველოს ამ დღესასწაულს - „ლომისის წმინდა გიორგი გვეწეოდეს ყველა ჩვენგანს და სრულიად საქართველოს".

მამა პეტრეს თქმით, ლომისის წმინდა გიორგისადმი დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში წარმართობისკენ მიდის, რადგან ტაძრის აღმართები ხშირად ცხვრების სისხლით იღებება და სასაკლაო ეწყობა.

„რა თქმა უნდა ეს წინააღმდეგობაში მოდის სახარებასთან, ახალ აღთქმასთან, ქრისტეს ეკლესიასთან. სახარებაში ქრისტე გვეუბნება: „გული წმინდა და სული წრფელი არის ყველაზე დიდი მსხვერპლი, ყველაზე დიდი შესაწირი“. ამის იქით ჩვენ რაც არ უნდა შევწიროთ ღმერთ, ვერაფერი იქნება ღირებული", - დასძინა მან.

ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 19 ივნისი

რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე მთავარი მსხვერპლი უკვე დაიკლა ტრაპეზზე. ეს არის უსისხლო მსხვერპლშეწირვა - ქრისტე შეეწირა კაცობრიობის გადარჩენას. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ აუცილებელი არ არის ცხვრების დაკვლა, რომ ჩვენ ლომისის წმინდა გიორგის დღესასწაული აღვნიშნოთ. ეს არის წარმართული გადმონაშთი, რომელიც კავშირშია ქრისტიანობასთან და იმდენად შეერწყა ეს ორივე ერთმანეთს, რომ პრაქტიკულად დამახინჯებული ფორმა მივიღეთ. მთავარია სუფთა გულით ილოცოთ, გსურდეთ საკუთარი თავის გამოსწორება, სწორი ცხოვრება, იყოს ცხოვრება ღვთისთვის სათნო, მორწმუნე და ეზიაროს დღევანდელ დღეს. ამაზე დიდი ძღვენი, ამაზე დიდი შესაწირი უფლისთვის არ არსებობს და ნუ დავაბინძურებთ ჩვენს გარემოს, ნუ შევღებავთ ცხვრის სისხლით ტაძრის კედლებს, - განაცხადა მამა პეტრემ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და არ უნდა დავამახინჯოთ ჩვენი რელიგიური დღესასწაულები, სახალხო დღესასწაულებს არ უნდა დავამსგავსოთ. თავი უნდა დავაღწიოთ ამ ძველ გადმონაშთებს და წმინდა წყლის ქრისტიანული წესით უნდა ვიცხოვროთ. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ წინააღმდეგობაში არ მოვიდეთ წმინდა წერილთან.

ყველა ახალი ამბავი
0