მოწმობა ბალავარისა, ანუ რა ახსოვს ბოლნისის სიონს

გამოწერა
აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა ძეგლის მომვლელად განაწესა უკრაინელი ქალი მარუსია (მარია), რომელიც ერთმა ბოლნისელმა აზერბაიჯანელმა მეორე მსოფლიო ომის დროს გაიცნო და ცოლადაც შეირთო...

გელა ქოქიაშვილი

თუ ჩვენი მკითხველი ქვემო ქართლში, კერძოდ კი ფოლადაურის ხეობაში დააპირებს მოგზაურობას, ნამდვილად არ გაწბილდება. სწორედ ამ შემოგარენში დგას ძეგლი, რომელიც გვირგვინს ადგამს ჰუჯაბს, წუღრუღაშენსა და კიდევ უამრავ სხვა ტაძარსა თუ ნატაძრალს.

ჩვენ IV-VI საუკუნეებში უნდა შევცუროთ... 

ჰუჯაბი - Sputnik საქართველო
ქვათა მატიანე: ჰუჯაბის სევდა

წუღრუღაშენიდან ჩრდილო-დასავლეთით, 2-2,5 კილომეტრში, მდინარე ფოლადაურის მარცხენა სანაპიროზე, ორი ერთმანეთზე მიბმული სოფელია: ქვემო ბოლნისი და ძველი ბოლნისი. აქ არსებული სამი ტაძარი მნახველში სამ სხვადასხვა ემოციას აღძრავს: უძველესი ჟამის განცდას, ხუროთმოძღვრისადმი პატივისცემასა და ქვაზე შესრულებული ისტორიული ცნობის კითხვის სიამოვნებას.

მოდით, ასაკის მიხედვით გავეცნოთ სამივე ძეგლს — ყველაზე „ახალგაზრდით“ დავიწყოთ და ხანდაზმულით გავასრულოთ.

© photo: courtesy of Gela Kokiashviliქვემო ბოლნისი
მოწმობა ბალავარისა,  ანუ რა ახსოვს ბოლნისის სიონს - Sputnik საქართველო
ქვემო ბოლნისი

ყველაზე „ახალგაზრდა“ ქვემო ბოლნისის VI საუკუნის შვერილაბსიდიანი ტაძარია. ადრე შუასაუკუნეების ტიპიური ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუში სამ ეკლესიანი (და არა სამ ნავიანი) ნაგებობაა. ტაძარი აშენებულია სხვადასხვა ჯიშის, ფერის, ზომისა და დამუშავების ქვებით.

აქედან ჩრდილოეთით, დაახლოებით 500 მეტრში, მდინარე ფოლადაურთან უფრო ახლოს, დგას V-VI საუკუნეთა მიჯნის კიდევ ერთი სამ ეკლესიანი საყდარი, რომელიც სპეციალურ ლიტერატურაში „ვანთის“ სახელწოდებითაა ცნობილი. (ვანთა კონკრეტული ადგილის სახელწოდებაა, რომელიც სიტყვა „სავანე“-დან არის ნაწარმოები).

ფოლადაურის ხეობის (და არა მარტო ამ ხეობის) უმთავრესი ძეგლი და გვირგვინი ძველი ბოლნისის ტერიტორიაზე მდგარი „სიონია“.

© courtesy of Gela Kokiashviliბოლნისის სიონის სამხრეთ-დასავლეთ ფასადი
მოწმობა ბალავარისა,  ანუ რა ახსოვს ბოლნისის სიონს - Sputnik საქართველო
ბოლნისის სიონის სამხრეთ-დასავლეთ ფასადი

ტოპონიმი „ბოლნისი“ მომდინარეობს სიტყვა „ბოვი-დან“, რომელიც ძველი ქართულით, ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების მაღაროს ნიშნავს.

ტაძართან მიახლოებისას მონუსხულივით შეგეკვრებათ სუნთქვა და მიხვდებით, რომ ჩვეულებრივ მოვლენასთან არ გაქვთ საქმე. მართალია, ეს კლასიკური სამ ნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გარე ფორმები ფრიად თავისებური აქვს. ეს ტაძარი არქეოლოგებმა გასული საუკუნის პირველ ნახევარში გამოამზეურეს.

ერთი ფრიად საყურადღებო ფაქტი: ტაძრის მკვლევარმა, აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა, ძეგლის მომვლელად განაწესა ერთი უკრაინელი ქალი მარუსია (მარია), რომელიც ერთმა ბოლნისელმა აზერბაიჯანელმა მეორე მსოფლიო ომის დროს გაიცნო და ცოლადაც შეირთო. მარუსია, რომელიც „სიონის“ წინ ცხოვრობდა, ფრიად მორწმუნე იყო, ტაძარს გულმოდგინედ დარაჯობდა და მისი ეზო დიდ ყვავილნარად აქცია. ახლა წარმოიდგინეთ ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ქრისტიანი მართლმადიდებელი ქალი და მისი სუნიტი მუსლიმი ქმარი, რომელიც ხშირად ეხმარებოდა მეუღლეს!

© photo: courtesy of Gela Kokiashviliბოლნისის სიონის ერთ-ერთი რელიეფი
მოწმობა ბალავარისა,  ანუ რა ახსოვს ბოლნისის სიონს - Sputnik საქართველო
ბოლნისის სიონის ერთ-ერთი რელიეფი

ბოლნისის სიონი მოქმედი და საუცხოოდ მოვლილი ტაძარია. იგი მუდამ ღიაა და მნახველს არა მარტო მოლოცვა, არამედ მისი ძირფესვიანად დათვალიერება შეუძლია: სასანური ეპოქისა და ტრადიციული, წმინდა ქართული სტილის ჩუქურთმები, ხარის, ლომის, შროშნების ბარელიეფები თუ წრეში ჩასმული ტოლმკლავა, ფრთიანი ჯვრები, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში „ბოლნისური ჯვრის“ სახელით დამკვიდრდა...

ბოლნისის სიონს არა მარტო ხელოვნებათმცოდნეობაში, არამედ ისტორიოგრაფიაში, პალეოგრაფიასა და ენათმეცნიერებაშიც შეაქვს დიდი წვლილი. ტაძრის ჩრდილოეთ კარის ბალავარზე არსებული წარწერა გვამცნობს, რომ იგი პეროზის დროსაა აგებული.

© courtesy of Gela Kokiashviliბოლნისის სიონის აღმოსავლეთ ფასადი
მოწმობა ბალავარისა,  ანუ რა ახსოვს ბოლნისის სიონს - Sputnik საქართველო
ბოლნისის სიონის აღმოსავლეთ ფასადი

დაზიანებული ტექსტის ადრინდელი წაკითხვის თანახმად, ის პეროზი რატომღაც სპარსეთის V საუკუნის მეფედ იქნა მიჩნეული. შემდგომში ანბანთმცოდნე რამაზ პატარიძემ წარწერა სხვაგვარად წაიკითხა და დაასაბუთა, რომ ეს პეროზი სპარსეთის მეფე პეროზი კი არაა, არამედ პირველი ქრისტიანი მეფის — მირიანის ქალიშვილის ქმარი. სამწუხაროდ, ამ პეროზის ქრისტიანად მოქცევა უკვე დაძაბუნებულმა წმინდა ნინომ ვერ მოასწრო, მაგრამ ვითარება მალე გამოსწორდა: მეფე მირიანისა და ნინოს გარდაცვალების შემდეგ, ბაქარ მირიანის ძემ სიძეს, რანის ქვეყნის ნაცვლად, სამართავად და საუფლოდ სამშვილდის ქვეყანა გადასცა და გააქრისტიანა კიდეც. პეროზ ერისმთავარმა ახალი წესით ცხოვრება, როგორც ირკვევა, დიდი ქრისტიანული ტაძრის აგებით აღნიშნა. პატარიძე ბოლნისის სიონის თავდაპირველი საყდრის აგებას 357-492 წლებით ათარიღებს. ეს ძეგლი შემდგომში დავით ეპისკოპოსს გაუფართოვებია.

ყველა ახალი ამბავი
0