სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, მზეზე დიდხანს არ გაჩერდნენ და ჰაერის მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში გრილ ადგილს შეაფარონ თავი. დღისით სახლის პირობებში ტემპერატურა 32 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს, ღამით კი 24%-ს.
ამასთან, ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ ფიზიკური აქტიურობისგან.
სიცხე ნეგატიურად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე, მაგრამ ყველაზე მეტად იგი საშიშია 75 წელს ზემოთ ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისთვის და სპორტსმენებისთვის.
სპეციალისტები მოსახლეობას დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის მიღებას ურჩევენ.
„Sputnik-საქართველომ“ ინფოგრაფიკაში თავი მოუყარა სპეციალისტების რჩევებს, რომლებიც დისკომფორტთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.