კაცმა წყლის დაზიანებული მილი სახელდახელო აუზად გამოიყენა – სახალისო ვიდეო

გამოწერა
სად, რომელ ქვეყანასა და ქალაქში მოხდა ეს ამბავი, დაზუსტებით ცნობილი არ არის, თუმცა ქუჩაში გახეთქილი წყლის მილის გაურკვეველი ხნით მიტოვება არც თბილისისთვის იყო უცხო ახლო წარსულში

სად, რომელ ქვეყანასა და ქალაქში მოხდა ეს ამბავი, დაზუსტებით ცნობილი არ არის, თუმცა ქუჩაში გახეთქილი წყლის მილის გაურკვეველი ხნით მიტოვება არც თბილისისთვის იყო უცხო ახლო წარსულში.

თუმცა ეგაა, თბილისელებს არასდროს მოსვლიათ აზრად ის იდეა, რაც ამ ახალგაზრდა კაცის თავში მომწიფდა.

კადრებში ჩანს, როგორ მიდის ხალათშემოცმული მამაკაცი „აუზთან“, როგორ იხდის და გაკვირვებული გამვლელების თვალწინ ტალახიან წყალში ხტება. თანაც, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ზამთარში ხდება, ვინაიდან კადრში მოხვედრილებს თბილი ქურთუკები აცვიათ. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მამაკაცი მშვენივრად ნებივრობს სახელდახელო „აუზში“. 

ყველა ახალი ამბავი
0