თავგადასავალი და ადრენალინი: ქართული ტურკომპანია მსურველებს ჩერნობილის საგზურებს სთავაზობს

© photo: GEO STALK / FBჩერნობილი
ჩერნობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტებს საქართველოდან გაუცხოების ზონაში სამი დღის განმავლობაში მრავალი საიდუმლო ობიექტის ნახვას ჰპირდებიან.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ერთ-ერთი ქართული ტურისტული კომპანია თავის კლიენტებს სამდღიან ტურს სთავაზობს ჩერნობილსა და პრიპიატში, სადაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი ტექნოგენური კატასტროფა მოხდა.

ნახეთ, როგორ გამოიყურება ჩერნობილი კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ - ვიდეო>>

გაუცხოების ზონაში მგზავრობა 16-19 აგვისტოს არის დაგეგმილი და 1,2 ათასი ლარი ღირს.

„2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება – ჩერნობილი. თუ შენ გიყვარს თავგადასავლები და უჩვეულო გამოცდილების მიღება, ეს შენთვის არის", – აცხადებენ ტურისტულ კომპანიაში.

დიგერი ალექსანდრ ტატევოსიანი - Sputnik საქართველო
ქართველმა დიგერმა ჩერნობილზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

ტურისტული კომპანია პირობას დებს, რომ ტურისტები ნახავენ საავადმყოფოს, რომელმაც ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებისას დაშავებული მეხანძრე-მაშველები მიიღო; საბჭოთა კავშირის საიდუმლო ობიექტს – ჩერნობილი-2; გიგანტურ რადარს „დუგა-1"; ქალაქ პრიპიატს, ჩერნობილის განახლებულ სარკოფაგსა და კიდევ 22 ლოკაციას.

ინტერესი ჩერნობილისა და პრიპიატის მიმართ ეკრანებზე მინისერიალ „ჩერნობილის" გამოსვლის შემდეგ გაძლიერდა. ხუთსერიიანი ისტორიული დრამატული სერიალი ამერიკულმა ტელეარხმა HBO ბრიტანულ ტელექსელ Sky-სთან ერთად გადაიღო. სერიალი 1986 წელს ჩერნობილის ატომურ სადგურზე ავარიას, ამ ავარიის შედეგების ლიკვიდაციასა და ავარიის გამომწვევი მიზეზების გამოძიებას ეხება.

ყველა ახალი ამბავი
0