„არსებობს რისკი“ – ნიდერლანდების საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

© photo: Pixabayლგბტ აქცია
ლგბტ აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოლანდიის საელჩოში „ღირსების მარშთან“ დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობენ.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოში ნიდერლანდების საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, შესაძლო ძალადობის თავიდან აცილების მიზნით დისტანცია დაიცვან „ღირსების მარშიდან“, აღნიშნულია საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ომბუდსმენი: შსს-მ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

ნიდერლანდების საელჩო აფრთხილებს ჰოლანდიელ ტურისტებს, რომ არსებობს რისკი – ე.წ. კონტრაქციის მონაწილეებმა მათზე ძალა გამოიყენონ და იშველიებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ სამართალდამცველი უწყება ვერ უზრუნველყოფს ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოების გარანტიას, თუმცა მათ დაიცავს.

თბილისში „ლგბტ-პრაიდის კვირეული“ 18-23 ივნისის პერიოდშია დაანონსებული. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, მიძღვნილი ლგბტ-თემის პრობლემებისადმი, „ღირსების მარში“ და სხვა აქტივობები. გუშინ ორგანიზატორებს, სახალხო დამცველსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც სახალხო დამცველმა გაახმოვანა შსს-ს პოზიცია, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს. 

ყველა ახალი ამბავი
0