საქართველო მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეას უმასპინძლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომას თბილისში 23 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისში 19-22 ივნისს მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა გაიმართება.

ასამბლეის 26-ე სხდომაზე საქართველოში დელეგატები ოთხი კონტინენტის 23 ქვეყნიდან ჩამოვლენ. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელია დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ზაქარია ქუცნაშვილი. მისი თქმით, დელეგატები სხვადასხვა ქვეყნიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი მისიით ჩამოდიან.

ქუცნაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მიზანია ევროპული რელიგიის – მართლმადიდებლური ქრისტიანობის გავრცელება მთელ მსოფლიოში და საეკლესიო საზღვრების მთლიანობის დაცვა. მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ძალიან ძლიერია ისლამი, სხვადასხვა კონტინენტზე მართლმადიდებლები შევიწროებას განიცდიან, მათი რაოდენობა მცირდება.

სიონის ტაძარი - Sputnik საქართველო
საქართველოში მომავალ წელს მართლმადიდებელი დეპუტატები შეიკრიბებიან

ქუცნაშვილის განცხადებით, ეს ღონისძიება, ეუთოსა და ნატოს ასამბლეების შემდეგ, რომლებიც თბილისში ბოლო წლებში ჩატარდა, მესამე მასშტაბური საერთაშორისო ფორუმი იქნება საქართველოში. საქართველო მართლმადიდებლობის ასამბლეისთვის ექვსი წლის განმავლობაში ემზადებოდა.

„როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა იბრძვის თავის დედაქალაქში ოლიმპიადის ჩატარებისთვის, ისე ცდილობენ მართლმადიდებელი ქვეყნები, რომ ეს ასამბლეა მათ სამშობლოში ჩატარდეს", – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ამასთან ერთად დეპუტატმა განაცხადა, რომ რელიგიური ტურიზმის თვალსაზრისით საქართველო პოპულარული ქვეყანაა. მართლმადიდებლობის ასამბლეის საქართველოში ჩატარება კი რელიგიური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრია.

მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა 1993 წელს საბერძნეთში დაარსდა. მისი უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელიც ყველა მონაწილე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებისგან შედგება. ასამბლეის წევრია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის 25 სახელმწიფო.

გენერალური ასამბლეის სხდომა წელიწადში ერთხელ, ივნისში იმართება. ბოლო სხდომა 2018 წლის 25-30 ივნისს ათენში ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0