აფეთქება ქუთაისში: ცნობილი გახდა ახალი დეტალები

© Sputnik / STRINGERაფეთქება ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში
აფეთქება ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის მერი ირწმუნება, რომ დაზარალებულებს ბინებით უზრუნველყოფს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი და შემდეგ აფეთქება განზრახ არის ჩადენილი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ხანძრის შედეგად რამდენიმე ბინა დაზიანდა. შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

ერთ-ერთი თვითმხილველი ტაქსის მძღოლის თქმით, ის 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა გააჩერა და ქუთაისში წაყვანა სთხოვა. გზად მამაკაცმა საწვავი შეიძინა და აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში შევიდა. მძღოლი იხსენებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა მას დალოდება სთხოვა და უთხრა, რომ მოგვიანებით გადაუხდიდა. მისი წასვლიდან სამ წუთში აფეთქება მოხდა. მძღოლის მანქანაც დაზიანდა.

აფეთქებული სახლი ქუთაისში  - Sputnik საქართველო
ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა. მეზობლები იხსენებენ, რომ აფეთქების მომენტში სახლში იმყოფებოდნენ დედამისი და კიდევ სამი ნათესავი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. 17 წლის ბიჭი ქუთაისის საავადმყოფოში მოათავსეს, ექიმების თქმით, მას ტვინის შერყევა აქვს. ყველა დაშავებულს სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა აქვს.

მეზობლების თქმით, აფეთქებამდე ბინიდან ხმაური და ჩხუბის ხმა ისმოდა.

ადგილზე იყო მობილიზებული 6 სახანძრო ავტოცისტერნა, ორი სამაშველო მანქანა და 27 მეხანძრე.

აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში – ფოტოები შემთხვევის ადგილიდან >>

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ირწმუნება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ მობინადრეებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ბინების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ მერია შესაბამის მოქმედებებზე გადავა.

ყველა ახალი ამბავი
0