საქართველოს პრემია Welcome to Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია ოთხშაბათს, 19 ივნისის 14:00 საათზე გაიმართება „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.
Welcome to Georgia! — ყოველწლიური ეროვნული პრემიაა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ პრემია Welcome to Georgia-ს საინფორმაციო მხარდამჭერია.
სამშაბათს, 18 ივნისს, დაჯილდოების სამზადისის ფარგლებში, თბილისში Tourism and Hospitality Conference ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა კერძო და სახელმწიფო სექტორების 400-მდე წარმომადგენელმა, ასევე ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა მიიღეს.
პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი.
საქართველოში ტურიზმის წარმატებებსა და პრობლემებზე, საზაფხულო ტურისტულ სეზონსა და პრემია Welcome to Georgia!-ს სამზადისის თემებზე ისაუბრებენ პრესკონფერენციის მონაწილეები:
- პრემია Welcome to Georgia!-ს დამაარსებელი მარინა ჩაიკა;
- პრემიის ჟიურის წევრები და ორგანიზატორები.
მასმედიის წარმომადგენლებს გიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება შემდეგ მისამართზე:
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №61. მე-5 სართული, С ბლოკი.
მედიასაშუალებების აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com
ტელეფონი: +995555908977.
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია მისამართზე: media@sputnik-georgia.com