თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულნი არიან ტყიბულის და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის უცნობია, რა ფართობის ტყე დაიწვა.
ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის ძლიერი ქარია.