ტოპ-მენეჯერები თბილისში მომხმარებელთა უფლებებსა და მომსახურების ხარისხს განიხილავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქმიანი ტურიზმი
საქმიანი ტურიზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი ივნისში უმასპინძლებს რუსულ პრემიას „მომხმარებელთა უფლებები და მომსახურების ხარისხი“

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საიუბილეო ფორუმი „მომხმარებელთა უფლებები და მომსახურების ხარისხი“ თბილისში 20-22 ივნისს გაიმართება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ფორუმი „მომხმარებელთა უფლებები და მომსახურების ხარისხი“ - ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სერვისის დონის ამაღლების სფეროში. ღონისძიება მიზნად ისახავს საქონლისა და მომსახურების ბაზრის პოტენციალის განვითარებას. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი 2019 წელს ფორუმის ღონისძიებების საინფორმაციო პარტნიორია.

თბილისში შეიკრიბებიან ტოპ-მენეჯერები, რუსული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ ბიზნეს-პროცესების წარმართვის და, შესაბამისად, კომპანიების მომგებიანობის გაზრდის გამოცდილებას.

საქმიანი პროგრამის დასასრულს ტრადიციულად გაიმართება პრემიის ლაურეატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ჯილდო გადაეცემა ლიდერ კომპანიებს რიტეილის, სერვისის, საფინანსო მომსახურებისა და წარმოების სფეროში.

ყველა ახალი ამბავი
0