სავსემთვარეობა 17 ივნისს: როგორ იმოქმედებს, როგორ ვიმოქმედოთ

© Pixabay / Larisa-Kმოციმციმე ხე მთვარის ფონზე
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის 17 ივნისს სავსემთვარეობა მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მოხდება. ასტროლოგების რჩევები ამ დღის წარმატებით გატარებაში დაგეხმარებათ.

თითოეული სავსემთვარეობა უნიკალურია თავისი ენერგეტიკით, ამიტომ უმცირეს დროშიც კი წარმატების მოტანა ან ადამიანების გეგმების შეცვლა შეუძლია.

მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ივნისის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

სავსემთვარეობისა და ზოგადად, კოსმოსის ენერგეტიკა საშუალებას იძლევა, სასურველს აზრის ძალითაც მივაღწიოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია გულისყურის მიპყრობა წარმატებაზე და რწმენა იმისა, რომ რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგვივა.

სავსე მთვარე ენერგეტიკის ამოფრქვევას იწვევს, ამიტომ ასეთ დღეებში სხვადასხვა უსიამოვნებაა მოსალოდნელი. ექსპერტები გვირჩევენ, გავითვალისწინოთ რჩევები, რათა თავი ავარიდოთ მოვლენების არასასურველ განვითარებას.

სავსემთვარეობა ხშირად თვის ყველაზე საშიში დღეა, მაგრამ ივნისში ის დიდ პრობლემებს არ მოიტანს. მშვილდოსნის თანავარსკვლავედი საფრთხეს არ შექმნის, თუმცა, მთვარის გავლენით გაზრდილ მშფოთვარე ენერგეტიკას მოულოდნელობების ეფექტის მოტანა შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ ორშაბათს სიფრთხილე გვმართებს ყველაფერში – საქმეშიც, სიტყვაშიც და ფიქრშიც.

ყველა ახალი ამბავი
0