თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში XX საუკუნის გამოჩენილ მეწარმეთა სახელობის ფესტივალების სერია „გაიცანი ქართული“ დაიწყო, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალი მეწარმეთა კავშირის ორგანიზებით მიმდინარეობს.
მთავარ მოედანზე მიმდინარეობს საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, ტკბილეულის, ტექსტილის, ხელნაკეთი აქსესუარებისა და საქართველოში დამზადებული სხვადასხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებს ხრიდოლის ფედერაციასთან არსებული ხალხური სიმღერების ანსამბლი „იბერია“.