Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი დილა ლოცვითა და წყლით იწყება“- მარკუს მეტრეველის ეკლესიური ცხოვრების მიმდევარია

© Sputnik / Denis Aslanovმარკუს მეტრეველი
მარკუს მეტრეველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალმა მარკუს მეტრეველმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა

ცნობილი მომღერალი მარკუს მეტრეველი პროფესიით ბერძნული ენის ფილოლოგია. მისი ცხოვრება არასდროს ყოფილა სკანდალების გარეშე. მეუღლე და ორი ვაჟი, 20 წლით უფროსი მდიდარი ქალბატონები, მისი ორიენტაცია, საქმიანობა და ფოტოსესიებიც კი, საზოგადოებას დიდი ხნის მანძილზე არ ავიწყდება.

გარდა იმისა, რომ მუსიკალური კარიერა ადრეული ასაკიდან საბერძნეთში დაიწყო, მხოლოდ ერთ პროფესიას არ ჰკიდებს ხელს. მარკუს მეტრეველმა სამოდელო სფეროშიც წარმატებით სცადა თავი და დიზაინერობაც დაიწყო.

ხმაურიანი მომღერალი 2018 წელს ლუი ვიტონის მოდის სახლში მიიწვიეს. Instagram- ის გვერდზე გამოაქვეყნა ცნობილი ფრანგული სამოდელო სახლის „ლუი ვიტონის“ წერილი წარწერით: „Louis Vuitton! I'm shocked, არ ვიცი ემოცია როგორ გამოვხატო. შოკი მაქვს“ , რამაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

ბომონდის კაშკაშა ვარსკვლავები არ იშურებდნენ კომენტარებს: „ნეტა შენთან შემეკერა კაბა“, „ფაქტობრივად შენი აღიარებაა“, „აი, რას ნიშნავს, დამსახურებული წარმატება, მიბაძეთ“.

ათასი ჭორ-მართალისა და ეპატაჟური ცხოვრების მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ მარკუს მეტრეველი რელიგიური ადამიანია და ეკლესიაში ხშირად დადის. გადაცემაში „ყვითელი“ (https://www.youtube.com/watch?v=lB9EJLlE1m4) ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი ყოველი დილა ლოცვით იწყება და საღამო ლოცვით მთავრდება.


„სამი ნივთი, რომელიც სულ თან მაქვს ეს არის ჯვარი, საათი და სათვალე, ხოლო ჩემი დილა იწყება ლოცვით, წყლითა და გრძელდება საუზმითა და ყავით“.

ყველა ახალი ამბავი
0